ბრძოლა მილანსა და ტორინოს შორის გრძელდება. საქმე კი იმაშია, რომ იგნასიო აბატე ტორინოში თამაშობს, თუმცა მილანის საკუთრებაა. ტორინო მზადაა ფეხბურთელი გამოისყიდოს, თუმცა როგორც ჩანს მილანს ფეხბურთელის გაშვება არ სურს. თუმცა თავად ფეხბურთელს იქ სურს თამაში სადაც მუდმივად ძირითადში იქნება.
"არსენალის" თავდამსხმელის ემანუელ ადებაიორის აგენტმა მისი კლიენტის
მომავალზე ისაუბრა."დღესდღეისობით ვერ ვიტყვი,რომ "ჩელსი" და "მანჩესტერი"
ძალიან დაინტერესებულნი არიან ემანუელ ადებაიორით.თუმცა ჩვენ მივიღეთ
წინადადება ერთი გუნდისაგან,რომელიც საკმაოდ სერიოზული კლუბია.დღეს მე არ
შემიძლია რაიმე კონკრეტულის თქმა."
ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა, ფლორან მალუდამ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით
გაახანგრძლივა.ჩელსისთან ხელშეკრულების ვადა 2 წლით გავზარდე. ამგვარად,
გუნდში მომდევნო სამ სეზონს გავატარებ. ახალ ამბებში ჩემზე ყოველთვის
ლაპარაკობენ, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იღება. ამიტომ, შეგიძლიათ
დაწეროთ, რომ ჩელსიში თავს ჩინებულად ვგრძნობ.
სამი დღის წინათ, კონფედერაციათა თასზე იტალიის ნაკრების კარში ორი გოლის
ავტორმა, ბრაზილიელმა ლუიშ ფაბიანუმ სერია A-ში გადაბარგების სურვილი
გამოთქვა. უფრო მეტიც, მან ის კლუბიც დააკონკრეტა, რომლის ფორმის მორგებაც
სურს."შესანიშნავი იქნება, თუკი "მილანში" თამაშის საშუალება მომეცემა.
"მილანისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ
უარყო ხმები მისი 'ჩელსიში" წასვლის შესახებ.ბოლო დროს აგორებული ჭორები
პირლოს ლონდნონში "აგზავნიდა".ბევრმა იტალიურმა გამომცემლობამ
განაცხადა,რომ როსონერიმ კურსი აიღო მკაცრი ეკონომიკისაკენ,
არსენალის ფლეიმეიკერმა სესკ ფაბრეგასმა ინტერვიუ მისცა გაზეთ Rai-ს."თუკი მე სერია A-ს ავირჩევ,მაშინ "მილანი" ის კლუბი იქნება სადაც სიამოვნებით ვითამაშებდი.მაგრამ არ ვიცი ეს როდის მოხდება."როგორც ვიცით ფაბრეგასის სატრანსფერო ღირებულება "მილანისთვის" დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც აყოვნებს როსონერი მის შეძენას.
"ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი თუკი ლეონარდო ჩემს როსონერიში ხილვას ისურვებდა.ვოცნებობ ისეთი ფეხბურთელების გვერდზე ვითამაშო,როგორებიც პატო და ტიაგო სილვა არიან.ფაქტიურად მე ჯერ არავინ შემხმიანებია და არც ჩემ აგენტს,მაგრამ "მილანი" ფანტასტიური გუნდია."
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს კახა კალაძეს,
ვოლფსბურგის ფორვარდი ედინ ჯეკო, რომლის შეძენაც მილანს სურს, სათამაშო
სტილით შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს აგონებს.ვფიქრობ, ჯეკო ძალიან ძლიერი
ფორვარდია. ის საუცხოოდ თამაშობს თავით და ორივე ფეხით, რის ხარჯზეც
საკუთარი გუნდის შეტევის შედეგიანად დასრულება შეუძლია.
გერმანიის ჩემპიონ ვოლფსბურგის ახალმა მწვრთნელმა და მენეჯერმა არმინ ფემ
გუნდის მიერ 23 წლის ბოსნიელი თავდამსხმელის ედინ ჯეკოს გაყიდვის
შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა.მე არ მსურს მისი შესაძლო გადასვლის
შესახებ საუბარი. ჩვენ ჯეკოს არ გავყიდით თქვა ფემ.
წელს ლონდონის "ჩელსის" მთავარი სამიზნე იტალიის "მილანის" ჩენტრალური ნახევარმცველი ანდრეა პირლო და "ინტერის" მარჯვენა მცველი დუგლას მაიკონია,აცხადებს The Sun.გამომცემლობის ინფორმაციით,მათი ყიდვის ინიციატივა "ლურჯების" ახალ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ეკუთვნის.