| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2009 » ივნისი » 23 » არმინ ფე: ჯეკო უნდა დარჩეს
11:00 არმინ ფე: ჯეკო უნდა დარჩეს |
| გერმანიის ჩემპიონ ვოლფსბურგის ახალმა მწვრთნელმა და მენეჯერმა არმინ ფემ გუნდის მიერ 23 წლის ბოსნიელი თავდამსხმელის ედინ ჯეკოს გაყიდვის შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა.მე არ მსურს მისი შესაძლო გადასვლის შესახებ საუბარი. ჩვენ ჯეკოს არ გავყიდით თქვა ფემ.შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, მილანი ბოსნიელი მეგოლის გადაბირებას ცდილობს. იტალიური კლუბი მზად არის, მასში 20-დან 30 მილიონამდე ევრო გადაიხადოს.მაგრამ ვოლფსბურგს არ სურს, შეელიოს იმ მოთამაშეს, რომელმაც განვლილ სეზონში 26 გოლი გაიტანა და 28 გოლის გამტან ბრაზილიელ გრაფიტესთან ერთად ლომის წილი შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში.ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები რომ დაგვეთმო დასძინა ფემ.ჯეკოს კლუბთან კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს.
|
|
კატეგორია: ტრანსფერები |
ნანახია: 749 |
დაამატა: KaPaRo
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|