"მილანისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ უარყო ხმები მისი 'ჩელსიში" წასვლის შესახებ.ბოლო დროს აგორებული ჭორები პირლოს ლონდნონში "აგზავნიდა".ბევრმა იტალიურმა გამომცემლობამ განაცხადა,რომ როსონერიმ კურსი აიღო მკაცრი ეკონომიკისაკენ,ამიტომაც ვეღარ შეძლებს პირლოსთვის წელიწადში 6,5 მილიონი ევროს გადახდას.იტალიელის კლუბიდან წასვლა,"მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმაც დაადასტურა."თუკი სარფიანი წინადადება გვექნება,მაშინ პირლო კლუბს დატოვებს."თავად იტალიელმა კი Sky Sports Italia-თან ინტერვიუში განაცხადა,რომ არაფერი იცის მისი კლუბიდან წასვლის შესახებ."მე შემიძლია გითხრათ ის რაც თქვენ კარგად იცით - მე "მილანის" მოთამაშე ვარ და ამ კლუბს ვეკუთვნი.ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობ ეს შვებულებაა.ძალიან მძიმე სეზონი მქონდა და ნორმალურ დასვენებაზე ვოცნებობ.თუკი რაიმე წინადადებით მომმართავენ მათ შემდგომში განვიხილავ."