იმის გათვალისწინებით,რომ მილანმა შეიძლება ანდრეა პირლო დაკარგოს,როსონერის სასწრაფოდ ესაჭიროება მისი შემცვლელი,კერძოდ განიხილება ფერნანდო გაგოს კანდიდატურა,რომელსაც თავად სურს "რეალის" დატოვება.მადირიდი მილანთან კარგი ურთიერთობის გამო მზადაა,გაგოზე ფასი დააკლოს 15 მილიონი ევროდან 10 მილიონ ევრომდე.
მას შემდეგ რაც ბრაზილიამ იტალიის ეროვნული ნაკრები დაამარცხა ანგარიშით
3:0,მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ფლეიმეიკერმა კაკამ ინტერვიუ
მისცა."სიმართლე ვთქვა ასეთ შედეგს არ ველოდით,ჩვენ ძალიან ბედნიერები
ვართ,რომ გავიმარჯვეთ,ახლა კი მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.
იტალიური მილანის მფლობელ სილვიო ბერლუსკონის ეჭვი ეპარება იმაში, რომ ნახევარმცველი ანდრეა პირლო მომავალ სეზონშიც როსონერიში გააგრძელებს ასპარეზობას.ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები პირლოსთან დაკავშირებით. პირველი ვიყავი ვინც თქვა, რომ ის მილანში დარჩებოდა, მაგრამ ამჟამად ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები უნდა შევაფასოთ, - ავრცელებს ბერლუსკონის კომენტარს II Corriere dello Sport-ი.ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირლოს შეძენა ლონდონის ჩელსის სურდა.ანდრეა პირლო მილანში 2001 წლიდან ასპარეზობს. ამ ხნის განმავლობაში მან იტალიურ სერია A-ში 233 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.
ადრიანო გალიანი ფიქრობს, რომ მილანს ჭირდება წმინდა წყლის ცენტრალური ფორვარდი.მილანის ვიცე-პრეზიდენტმა განცხადა, რომ
მათ შეექმნათ პრობლემები ჯეკოს ტრანსფერთან დაკავშირებით. როგორც ჩანს
ვოლფსბუგი ადვილად ვერ ელევა მათ ახალგაზრდა ვარსკვლავს.
როგორც "Tuttosport" იტყობინება პირლო მზადაა "ჩელსიში" გადავიდეს,თუკი არისტოკრატები მასში 25 მილიონ ევროს გადაიხდიან.თუ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა მაშინ მილანს მოუწევს პირლოს შემცვლელის პოვნა,პირველი კანდიდატები კი ერნანესი და ფელიპე მელო არიან.ბოლო დროს საუბარი მიდიოდა რეალის ნახევარმცველ გაგოზე,თუმცა ის მალე იუვენტუსის საკუთრება გახდება.
მილანმა რომელმაც გასაგები მიზეზების გამო უარი თქვა ალი სისოკოზე,დაცვის ხაზის გაძლიერება რიისეს გადაბირებით აპირებს "რომადან".იმისათვის,რომ როსონერი ნორვეგიელი შეიძინონ მათ მოუწევთ რომაელებს იმდენი შესთავაზონ,რამდენიც დავის დროზე ლივერპულმა გადაიხადა სკანდინავიელში-კერძიდ 5 მილიონი ფუნტი.
მილანის ახლაგაზრდა თავდამსხმელა ალეშანდრე პატო განაცხადა,რომ უარს არ
იტყოდა გაჰყოლოდა კარლო ანცელოტის კვალს."კარლო ანჩელოტი ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანია როგორც მწვრთნელი და როგორც პიროვნება.სწორედ მისი
ინიციატივით მოვხვდი მილანში და მასთან ვალში ვარ.თუკი ჩელსიდან
წინადადებას მივიღებ,ძალიან დავინტერესდები.
გერმანიის ჩემპიონ ვოლფსბურგის მახვშმა იურგენ მარბახმა კიდევ ერთხელ
ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბი 23 წლის ბოსნიელ მეგოლე ედინ ჯეკოს არ
შეელევა.ჩვენ ჯეკოს არ გავყიდით და მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ თქვა მან.
მარბახის თქმით, უახლოეს დღეებში არც ჯეკოსთან და არც მისი შეძენის
მსურველ მილანთან საუბარი არ იგეგმება.ედინი ახლა არდადეგებზეა.
თუკი ჩერნოგორიელი ფორვარდი მირკო ვუჩინიჩი ინგლისურ “მანჩესტერ
იუნაიტედში” სარფიანად გაასხვისა, იტალიური “რომა” უკრაინელი ანდრეი
შევჩენკოს გადაბირებას ეცდება.Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რომაელებს
შევჩენკოს გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ, თუმცა, მაშინ
ფორვარდმა iჯარის წესით ყოფილ კლუბ “მილანში” გადასვლა ამჯობინა.
მას შემდეგ რაც რიკი კაკა მილანიდან რეალში გადაბარგდა,ადრიანო გალიანისა
და ფლორენიტნო პერესს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა დამყარდა,ეს კი
თავისთავად იმას ნიშნავს,რომ მილანს რაღაც უპირატესობები ექნება
მადრიდელების ყიდვისას,კერძოდ საუბარი მიდის არიენ რობენზე,უესლი
სნეიდერზე და რაფაელ ვან დერ ვაარტზე.