საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს კახა კალაძეს, ვოლფსბურგის ფორვარდი ედინ ჯეკო, რომლის შეძენაც მილანს სურს, სათამაშო სტილით შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს აგონებს.ვფიქრობ, ჯეკო ძალიან ძლიერი ფორვარდია. ის საუცხოოდ თამაშობს თავით და ორივე ფეხით, რის ხარჯზეც საკუთარი გუნდის შეტევის შედეგიანად დასრულება შეუძლია. სათამაშო სტილით ბოსნიელი ზლატან იბრაჰიმოვიჩს მაგონებს, მაგრამ შვედი უფრო ტექნიკურია განაცხადა კალაძემ იტალიურ გამოცემა Corierre dello sport-თან საუბარში.განვლილ სეზონში, ჯეკომ გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 26 გატანილი ბურთის გარდა, 10 საგოლე პასი მიითვალა.ჯეკოზე საუბრის გარდა, მილანელთა ცენტრალურმა მცველმა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობაც შეაფასა:თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სრულფასოვანი ვარჯიშისთვის მზად ვარ. თუმცა, 4 ივლისს ბელგიაში პროფესორ მარტენსს უნდა შევხვდე, რომელიც მოედანზე ჩემი დაბრუნების ყველა დეტალს ამიხსნის.კალაძემ მარტში მარჯვენა ფეხის მუხლზე ოპერაცია სწორედ პროფესორ მარტენსის კლინიკაში გაიკეთა და ცოტა ხნის წინ, მსუბუქად ვარჯიში განაახლა.