გერმანიის ჩემპიონ ვოლფსბურგის მახვშმა იურგენ მარბახმა კიდევ ერთხელ
ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბი 23 წლის ბოსნიელ მეგოლე ედინ ჯეკოს არ
შეელევა.ჩვენ ჯეკოს არ გავყიდით და მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ თქვა მან.
მარბახის თქმით, უახლოეს დღეებში არც ჯეკოსთან და არც მისი შეძენის
მსურველ მილანთან საუბარი არ იგეგმება.ედინი ახლა არდადეგებზეა.
იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო
ლიპიმ, კონფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში აფრიკის ჩემპიონ
ეგვიპტის ნაკრებთან 0:1 მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ "სკუადრა აძურა",
ესპანეთის ნაკრების მსგავსად ვერასდროს ითამაშებს.
იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი,
კონფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ეგვიპტესთან 0:1 მარცხს,
არასწორ ტაქტიკას და თანაგუნდელთა საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას
აბრალებს.
თუკი ჩერნოგორიელი ფორვარდი მირკო ვუჩინიჩი ინგლისურ “მანჩესტერ
იუნაიტედში” სარფიანად გაასხვისა, იტალიური “რომა” უკრაინელი ანდრეი
შევჩენკოს გადაბირებას ეცდება.Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რომაელებს
შევჩენკოს გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ, თუმცა, მაშინ
ფორვარდმა iჯარის წესით ყოფილ კლუბ “მილანში” გადასვლა ამჯობინა.
მას შემდეგ რაც რიკი კაკა მილანიდან რეალში გადაბარგდა,ადრიანო გალიანისა
და ფლორენიტნო პერესს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა დამყარდა,ეს კი
თავისთავად იმას ნიშნავს,რომ მილანს რაღაც უპირატესობები ექნება
მადრიდელების ყიდვისას,კერძოდ საუბარი მიდის არიენ რობენზე,უესლი
სნეიდერზე და რაფაელ ვან დერ ვაარტზე.
იტალიური “რომა” ჩერნოგორიელი ფეხბურთელის მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერზე დაყენებას აპირებს.Channel4-ის
ცნობით, რომაელები წამყვანი ფორვარდის გასხვისებას ფინანსური მდგომარეობის
გამოსასწორებლად გეგმავენ. ვუჩინიჩის გაყიდვის შანსები მას შემდეგ უფრო
გაიზარდა, რაც “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კლუბის
ხელმძღვანელობას მცველების ფილიპ მექსესისა და ჟუანის გასხვისება აუკრძალა.
გავრცელდა ინფორმაცია,რომ ერნესტო ბრონცეტი ახლა ბარსელონაშია და მოლაპარაკებებს აწარმოებს სამუელ ეტოოსთან.როგორც ზოგიერთი სააგენტო იუწყება ეტოო კონტრაქტს გააფორმებს მანჩესტერ სიტისთან,თუმცა კამერუნელმა განაცხადა,რომ თუ მას მილანი კონტრაქტს შესთავაზებს,მაშინ ის დაუფიქრებლად ჩამოვა მოდის დედაქალაქში.
მილანისა და იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი ჯანლუკა ძამბროტა თვლის,რომ
კონფედერაციის თასზე იტალიასთან განცდილი მარცხი იტალიის თამაშს დაღს არ
დაასვავს."ეს შედეგი არაფერს ნიშნავს ჩვენ ძალიან კარგი შანსი გვაქვს
ნახევარფინალში გასვლის.
ბრაზილიის ნაკრებმა კონფედერაციის თასზე მეორე შეხვედრა გამართა და
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ადვილად 3-0 იმარჯვა. ამ გამარჯვებით
ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალში თამაშის
უფლება მოიპოვა.
ეგვიპტის ნაკრებმა სენსაცია მოახდინა კონფედერაციის თასზე, მან
დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრები მე კი გთავაზობთ ამ თამაშში
გასულ ერთადერთ გოლს ,რომელიც ჰომმოსმა გაიტანა
ალი სისოკოს როსონერიში გადასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო,თუმცა ვიცით რომ მილანმა ბოლო დროს მასზე უარი თქვა,მას შემდეგ რაც სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა,რომ სისოკოს პრობლემები აქვს კბილებზე.თავის დროზე ადრიანო გალიანიმ განაცხადა,რომ მილანი ერთ მცველს და ძეკოს იყიდდა და გავიდოდა სატრანსფერო ბაზრიდან.
მას შემდეგ რაც ალი სისოკოს პრობლემები შეექმნა კბილებზე,მილანმა შეიძლება
მასზე უარი თქვას,ამის გახმაურების შემდეგ დადის ჭორები თითქოს მილანს
ინტერის მცველის მაქსველის ყიდვა სურს.როსონერიმ შეიძლება კარგად
გამოიყენოს ფეხბურთელსა და მაურინიოს შორის არსებული უთანხმოება და
მაქსველს თავისი აგენტიც დაეხმარება რომ მილანში გადავიდეს.