კონფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშების მეორე ფინალისტის გასარკვევად
დღეს ერთმანეთს ტურნირის ყველაზე წარმატებული გუნდი და მასპინძლები
დაუპირისპირდებიან. ბრაზილიის ნაკრები რეკორდსმენია კონფედერაციის თასზე
მონაწილეობის მხრივ. სელესაო ამ ტურნირზე მეექვსედ ღებულობს მონაწილეობას.გაგრძელება სრულიადში
კონფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშება სენსაციების ნაკლებობას
ნამდვილად არ უჩივის. თუ აქამდე მთავარ სენსაციათა შემოქმედი მსოფლიოს
ჩემპიონი იტალია იყო, გუშინ მას მხარი ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმაც აუბა
და აქამდე შესანიშნავ ფორმაში მყოფი გუნდი ასპარეზობას ნაადრევად
გამოეთიშა.გაგრძელება სრულიადში
მადრიდის რეალმა ვალენსიას მცველ რაულ ალბიოლთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.Marca-ს ცნობით, სამეფო კლუბმა 23 წლის ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაიხადა, მისი წარდგენა კი სავარაუდოდ, 25 ივნისს მოხდება.ალბიოლი ვალენსიას ღირსებას 2004 წლიდან იცავდა და 109 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.
"მილანის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ განაცხადა,რომ როსონერიდან წასვლას არ აპირებს."პატო მილანში სამუდამოდ რჩება - მე "მილანის" ნაწილი ვარ და ჩემ ბედს კლუბი გადაწყვეტს.მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ და ბოლო წელი ჩემთვის კარგად აეწყო.მე მინდა მილანს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავეხმარო."-განუცხადა პატომ Sky Sports-ს.