პარასკევი, 10.10.2025, 13:29
fiorentina vs ac milan
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ტრანსფერები [252]
იტალიის თასი [0]
ჩემპიონთა ლიგა [0]
უეფას თასი [0]
ისტორია [2]
ფორმის ისტორია [1]
ლეგენდები [1]
ტიტულები [1]
ბიოგრაფიები [9]
ჰიმნი [1]
სან სირო [1]
პრეზიდენტები [0]
მწვრთნელები [2]
"მილანელო" [1]
მეკარეები [3]
მცველები [5]
ნახევარმცველები [5]
თავდამსხმელები [3]
ვიდეოარქივი [24]
ფოტოარქივი [6]
სერია A [3]
ქალაქი მილანი [1]
ახალი ამბები [157]

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ივნისი » 19 » ლიპიმ ესპანეთივით ვერასდროს ვითამაშებთო
20:33
ლიპიმ ესპანეთივით ვერასდროს ვითამაშებთო
იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ, კონფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში აფრიკის ჩემპიონ ეგვიპტის ნაკრებთან 0:1 მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ "სკუადრა აძურა", ესპანეთის ნაკრების მსგავსად ვერასდროს ითამაშებს. ამასთან, Channel4-თან საუბარში ლიპიმ აღიარა, რომ ეგვიპტესთან წაგებაში საკუთარ დანაშაულსაც ხედავს, რადგან შეგირდებმა დავალებები ვერ შეასრულეს."პირველ ტაიმში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით, რადგან ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა. შესვენების შემდეგ, თამაში გავაუმჯობესეთ, მაგრამ მეტოქის მეკარემ ყველა ჩვენი გეგმა ჩაფუშა. კონფედერაციის თასზე სუსტი გუნდები არ არიან და გამარჯვების მისაღწევად საუკეთესო თამაში უნდა აჩვენო. ნაკრებში სიახლეებს ვნერგავ, მაგრამ ისინი ჯერჯერობით არ მოქმედებენ. დღეში 10 საათიც რომ ვივარჯიშოთ, ესპანეთის დარ ფეხბურთს ვერასდროს ვითამაშებთ. ეს კულტურისა და საფეხბურთო აკადემიებში ახალგაზრდათა აღზრდის საკითხია. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ შეგვიძლია ვითამაშოთ კარგად, ძალიან კარგად და ხანდახან კი, ძალიან ცუდად. ჩვენ არ გვყოფნის მეგობრული სული, გული ან მაღალი დონის კომპაქტურობა" - თქვა ლიპიმ.ახლა, იმისათვის, რომ იტალიის ნაკრებმა კონფედერაციის თასის ნახევარფინალში გააღწიოს, დასკვნით ტურში ბრაზილიის ნაკრები აუცილებლად უნდა დაამარცხოს.
ნანახია: 796 | დაამატა: KaPaRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz