| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2009 » ივნისი » 19 » ვუჩინიჩის შემცვლელად შევჩენკო მოიაზრება
20:23 ვუჩინიჩის შემცვლელად შევჩენკო მოიაზრება |
თუკი ჩერნოგორიელი ფორვარდი მირკო ვუჩინიჩი ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” სარფიანად გაასხვისა, იტალიური “რომა” უკრაინელი ანდრეი შევჩენკოს გადაბირებას ეცდება.Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რომაელებს შევჩენკოს გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ, თუმცა, მაშინ ფორვარდმა iჯარის წესით ყოფილ კლუბ “მილანში” გადასვლა ამჯობინა. ანდრეის არაერთხელ განუცხადებია, რომ “მილანის” დატოვებას არ გეგმავს, თუმცა, გასულ სეზონში მას მინდორზე გასვლა ძალიან იშვიათად უწევდა, რამაც, შესაძლოა, აზრი შეაცვლევინოს.32 წლის ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაა, ამდენად რომაელებს საქმის დაჭერა “არისტოკრატებთან” მოუწევთ.
|
|
კატეგორია: ტრანსფერები |
ნანახია: 698 |
დაამატა: KaPaRo
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|