მილანის მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდომ დღეს მილანელოზე პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ განაცხადა: მომავალ სეზონში გუნდის კაპიტანი მასიმო ამბროზინი იქნება, მიხარია, რომ ამბროზინი ახალი კონტრქაქტის გაფორმებაზე დავითანხმეთ, მასთან ერთად გუნდში ფრანკო ბარეზის დემეტრიო ალბერტინის, და პაოლო მალდინის სული რჩება. მან სწორი არჩევანი გააკეთა როცა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე დაგვთანხმდა. ჩემი დანიშვნის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა ამ პერიოდში ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნდი, განვლილი დროის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ გავიგე, მე კარლო ანჩელოტის ადგილის დაკავება მეამაყება. მილანი სრული შემადგენლობით დღეს შეიკრიბა და ყველა ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმების შემდეგ პირველი წვრთნა გამართა.
ლონდონის ჩელსის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ჯონ ტერი გუნდის ნამდვილი ლეგენდაა მე მილანში ასეთი მალდინი მყავდა, ჯონი გუნდის ნამდვილი სული და გულია და მას სურს კარიერა დაასრულოს ჩელსში.
როგორც იცით მილანის გარდა ჰუნტელაარის შეძენა ბევრ გუნდს სურს, გუშინ კიდევ ერთი გუნდი გამოჩნდა ჰამბურგის სახით. ჰამბურგი მზადაა ჰუნტელაარში დიდი თანხა გადაიხადოს. პერსი ჰუნტელაარს 20 მილიონად აფასებს.
როგორც იცით მილანს ნაყიდი ჰყავდა პორტოს ფეხბურთელი ალი სისოხო, თუმცა როცა მან როსონერიში სამედიცინო შემოწმება გაიარა მილანის ექიმმა განაცხადა, რომ მას კბილებზე პრობლემა ქონდა. დღეს კი სისოხოს წარმომადგენელმა ფაბრიციო ფერარიამ განაცხადა: სისოხოს არანაირი პრობლემა აღარ აქვს პორტომ ყველა პრობლემა მოაგვარა, რაც შეეხება ინტერს მისგან არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. სისოხო ძალიან გაბრაზებულია რადგან არ იცის სად დაიწყებს მომავალ სეზონს.
ლას პალმასის შეხვედრის შემდეგ, ადრიანო გალაინს, არიედო ბრაიდას და ფლორენტინო პერსს შორის რომელიც გუშინ შედგა შეხვედრიდან გამოსულმა გალიანიმ განაცხადა: ჩვენ უკან ვიხევთ ჰუნტელაარის ტრანსფერზე რეალი იჯარაზე უარს აცხადებს და ფეხბურთელში ითხოვს 20-30 მილონს და ჩვენმა ფანებმა მინდა გაგვიგონ, რომ ჩვენ ამდენის გადახდა არ შეგვიძლია. ჩვენ დავბრუნდებით იტალიაში და ფეხბურთელის ფასის დაკლების შემთხვევაში გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ჩვენ ამ ფასს ვერ გადავიხდით.
მილანმა ძალიან ახლოსაა იყიდოს ფაბიანო და ჰუნტელაარი ამის ფონზე ხმებმა იმის შესახებ, რომ ბორიელო წავა უფრო მოიმატა. მაგრამ დღეს გამოვიდა მილანის ახალი მწვრთნელი ლეონარდო და განაცხადა, რომ ბორიელო ძალიან მოსწონს და მას ძალიან სურს ის გუნდში დარჩეს. თუ ბპრიელოც დარჩა და გადმოვიდნენ ჰუნტელაარი და ფაბიანო ამ შემთხვევაში გუნდში 5 ფორვარდი იქნება.
როგორც პოპულარული ინგლისური გამოცემა the sun იუწყება არსენალი მზადაა თავისი გუნდის ლიდერი სესკ ფაბრეგასი 46 მილიონ ფუნტად შეელიოს. როგორც იცით ფაბრეგასის შეძენა მილანს და ბარსელონას სურთ, თვითონ ფაბრეგასის განცხადებით კი მისი საოცნებო კლუბი ბარსელონაა.
იტალიის ნაკრებისა და მილანის ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ბოლო მოუღო ჭორებს, რომ თითქოს კლუბის გამოცვლას აპირებდა.
მე მილანში ყველაფერი მაკმაყოფილებს, დარწმუნებით შემიძია განვაცხადო, რომ მომავალ სეზონს როსონერიში დავუწყებ აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს, ეს ჩემი სახლია. განაცხადა პირლომ.
ამის შემდეგ თუ პირლოზე რამე ჭორები კიდევ გავრცელდება ჩვენი საიტი აღარ დაწერს იმიტომ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ბრიტანულმა Thu sunday miror გაავრცელა ინფორმაცია მილანი მზადაა არსენალს გადაუხადოს მილიონი ფუნტი და პლიუს ამას ფლამინც მისცეს ადებაიორის სანაცვლოდ. როგორც იცით ფლამინი ზუსტად არსენალიდან გადმოვიდა ერთი წლის წინ თავისუპალი აგენტის სტატუსით. მილანი მხოლოდ ადებაიორზე გაჩერებას არ აპირებს როგორც, chanel4 იუწყება მილანს სევილიიდან ლუის ფაბიანოს ტრანსფერი 16-18 მილიოი ევრო დაუჯდებათ და რეალიდან ჰუნტელაარის ტრანსფერი რომელზეც რეალმა იჯარაზე უარი განაცხდა, 13 მილიონად შეიძენენ.