12 ივლისს იტალიის დროით 19 საათზე (საქართველოს დროით 22:00 საათზე) მილანს ექნება ლეონარდოს ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური თამაში ვარეაზთან, ეს პირველი თამაში იქნება ლეონარდოს ხელმძღვანელობით მილანის ამ სეზონში.
ბარსელონამ თანხმობა განაცხადა, სამუელ ეტოოს გაყიდვაზე და მარტო ფეხბურთელს და მანჩეტსერ სიტის უნდა შეეთანხმებინათ კონტრაქტი მაგრამ ეს არ შედგა რადგან კლუბი და ფეხბურთელი კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ. ეტოოს კონტრქტი 1 წელში უმთავრდება, ვნახოთ რას იზავს ახლა მილანი.
იმ დროს როცა ინტერმაც და იუვენტუსმაც გააკეთეს ძალიან ძლიერი ტრანსფერები ინტერმა ტიაგო მოტა და დიეგო მილიტო იყიდა ხოლო იუვენტუსმა ფაბიო კანავარო დააბრუნა, რეალიდან და დიეგო გადმოიბირა ვერდერიდან და ამ დროს მილანი რას აკეთებს? ყიდის თავის ლიდერს კაკას მადრიდის რელაში, და ცდილობს იპოვოს არასაიმედო ფორვარდი იგივე თუნდაც ლუის ფაბიანო რომელზეც არ ვიცით როგორ ჩაატარებს სეზონს, მან ხომ მხოლოდ კონფედერაციაზე გაიბრწყინა? კიდევ ორი ფაქტი მილანის ხელმძღვანელობა მომავალ სეზონში ისეთ ფეხბურთელებს ენდობა რომლებსაც განვლილი სეზონში ნახევარზე მეტი არ უთამაშიათ (ბორიელო, კალაძე, ნესტა, დიდა, ფლამინი რონალდინიო.) და კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი მომავალ სეზონში ხელმძღვანელობა ლიდერად მიიჩნევს რონალდინიოს რომელიც ბოლო სამი სეზონია თავის საუკეთესო ფორმისგან შორსაა.