დღეს როგორც იცით მილანი ბაიერნის მატჩია. მილანმა დღევანდელი დღე დაიწყო მოკლე ვარჯიშით დაახლოებით 11:00 საათზე. გუნდმა შეასრულა ფიზიკური ვარჯიშები, აგრეთვე ვარჯიშები სისწრაფეზე და მანევრინებაზე. ამის შემდეგ შტაბში შედგა ტექნიკური თათბირი. ამ დროს გუნდი იმყოფება სადილზე, რომლის შემდეგაც იგეგმება დასვენება სასტუმროში და უკვე შემდეგ მატჩი ალიანს არენაზე ბაიერნის წინააღმდეგ რომელიც ჩვენი დორით 22:45 დაიწყება და ჩვენი საიტი მატჩს აუცილებლად შემოგთავაზებთ. იმედია წაგებების სერია შეწყდება.
ნაპოლისა და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის ეზეკილ ლავეცის განცხადებამ, რომ მას ნეაპოლის დატოვება სურს მთელი ნაპოლი შოკში ჩააგდო.
ამის შემდეგ ნაპოლის ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდა ლავეციზე ყველაზე ძალიან კი მილანი და ინტერი აქტიურობენ. ასევე მისი შეძენა მანცესტერ სიტის, არსენალსა, და იუვენტუსს სურთ. მილანი მას განიხილავს ფორვარდად ლავეცის ეს შეუძლია გააკეთოს მას შეუძლია ითამასოს ფორვარდად. ინტერს კი ის ნახევარდაცვაში უნდა თუმცა ჟოზე მორინიოს განცხადებით მას ისევ თავისი ყოფილი შეგირდის დეკოს დაბრუნება გაუხარდებოდა. მორატის ასევე სურს შეიძინოს სამპოდორიას ფორვარდი ანტონიო კასანო მას იტალიელი ძაან ესიმპატიურება ასე, რომ ინტერს ბევრი ვარიანტი აქ. დე ლაურენტის (ნაპოლის პრეზიდენტი) განცხადებით კი ის ყველაფერს გააკეთებს არგენტინელის შენარჩუნებას თავის გუნდში.
სხვადასხვა ინფორმაციით ლავეცი 25 მილიონი ევრო ღირს თუმცა მილანს სხვა ვარიანტიც აქვს ბორიელო რონელიც ნაპოლის ძალიან სურს ლევეცის ნაცვლად.
დღეს მილანის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განცხადება გააკეთა ანდრეა პირლოს წასვლის თაობაზე.
ჩვენთან არანაირი ოფიციალური წინადადება არ მოსულა, მაგრამ ჩვენ გვეჩვენება, რომ ჩელსი მოლაპარაკებებს აპირებს. როგორც იცით ჩელსიმ მილანს წინადადებიტ მიმართა ანდრეა პირლოს სანაცვლოდ 10 მილიონი+ მაიკლ მანსიენი და კლაუდიო პიზარო რაც ადრიანო გალიანის სასაცილოდ არ ეყო.
დღეს გერმანულ პრესაში გავრცელდა ედვინ ჯეკოს კომენტარი რომლესაც გთავაზობთ:
მე მსურს გადავიდე მილანში, მე მივირე წინადადება კლუბის, სადაც მე ვოცნებობდი მეთამაშა ბავშობიდან. ჩემთვის მილანის ყოველთვის იყო საუკეთესო გუნდი მსოფლიოში. ვოლფსბურგს შეუძლია ტრანსფერზე უარი განაცხადოს, მაგრამ მეც მაქვს არჩევის უფლება.
ვოლფსბრგის მწვრთნელი არმინ ვეხი: ჩვენ ყველანაირად შევეცდებით დავხუროთ ჯეკოზე ყველანაირი წინადადება ის ჩვენი ლიდერია.
მილანი კი თავის მხრვის არ აპირებს გაჩერებას და აგვისტოში ახალი წინადადებით აპირებს მიმართოს ვოლფსბურგს გალიანის ოცნებაა იხილოს ბოსნიელი თავის გუნდში. თავის მხრივ კი ჯეკო აცხადებს ასევე, რომ ის აღარ აპირებს შეასრულოს ძველი პირობა რომელიც მან მისცა ვოლფსბურგს კონტრაქტის გაგრძელებაზე. მე აღარ ვაპირებ გავაგრძელო კონტრაქტი ვოლფსბურგთან განაცხადა მან. ამით ძეკომ მილანს აშკარად აგრძნობინა, რომ მას როსონერიში თამაში სურს.
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ 12 აგვისტოს ესტონეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გუნდში არცერთ მილანელს არ უხმო. პატო არ არის ჯერ ფორმაში მაგრამ რონალდინიო ძალიან კარგ ფორმაშია და ეს დუნგასგან გაუგებარი ნაბიჯია. მაგრამ ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ დუნგას სხვა ახალგაზრდა მოთამაშეების ნახვა სურდეს შემადგენლობაში.
ბოლო დროს სულ უფრო ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ მილანი დაინტერესებულია ვილიარეალის ფორვარდით ჯუზეპე როსით დრეს კი იტალიელი ფორვარდი გამოვიდა და სულ საწინააღმდეგო განაცხადა: ამ ზაფხულს იყო ბევრი ლაპარაკი ჩემი კლუბიდან წასვლის თაობაზე ვილიარელი არის დიდი კლუბი აქ მე ყველაფერი მაკმაყოფილებს, ასე რომ თითქოს მე ამ სეზონში ესპანეთს დავტოვებ ეს სისულელეა.