პარასკევი, 10.10.2025, 13:30
fiorentina vs ac milan
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ტრანსფერები [252]
იტალიის თასი [0]
ჩემპიონთა ლიგა [0]
უეფას თასი [0]
ისტორია [2]
ფორმის ისტორია [1]
ლეგენდები [1]
ტიტულები [1]
ბიოგრაფიები [9]
ჰიმნი [1]
სან სირო [1]
პრეზიდენტები [0]
მწვრთნელები [2]
"მილანელო" [1]
მეკარეები [3]
მცველები [5]
ნახევარმცველები [5]
თავდამსხმელები [3]
ვიდეოარქივი [24]
ფოტოარქივი [6]
სერია A [3]
ქალაქი მილანი [1]
ახალი ამბები [157]

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ივნისი » 25 » შეხვედრის ადგილი უცვლელია
13:11
შეხვედრის ადგილი უცვლელია
კონფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშების მეორე ფინალისტის გასარკვევად დღეს ერთმანეთს ტურნირის ყველაზე წარმატებული გუნდი და მასპინძლები დაუპირისპირდებიან. ბრაზილიის ნაკრები რეკორდსმენია კონფედერაციის თასზე მონაწილეობის მხრივ. სელესაო ამ ტურნირზე მეექვსედ ღებულობს მონაწილეობას. ბრაზილია არის ერთადერთი ნაკრები, რომელიც ტურნირისთვის კონფედერაციის თასის წოდების შემდეგ (1997 წელი) არცერთი გათამაშება არ გაუცდენია. წინა ხუთ შემთხვევაში პენტაკამპეონებმა ოთხჯერ მოახერხეს ნახევარფინალში გასვლა და სამ შემთხვევაში ფინალურ მატჩსაც უწიეს. რაც შეეხებათ მასპინძლებს, სამხრეთ აფრიკა კონფედერაციის თასზე მეორედ, ნახევარფინალში კი პირველად ასპარეზობს.ბრაზილია ჯგუფური ეტაპის ყველაზე შედეგიან გუნდად ითვლება, რადგან კარლოს დუნგას შეგირდებმა მეტოქის კარის აღება სამ შეხვედრაში ათჯერ მოახერხეს. სასტარტო მატჩში სელესაოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, მაგრამ ეგვიპტის 4:3 დამარცხება მაინც მოახერხა. მეორე ტურში ბრაზილიელთა მსხვერპლი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გახდა, 3:0. იგივე ანგარიშით დასრულდა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც, რომელშიც დუნგას შეგირდებმა მსოფლიოს ჩემპიონები გააკრეს ბეჭებზე. ნახევარფინალში გასულ გუნდთაგან ყველაზე ნაკლები გოლი სამხრეთ აფრიკას აქვს გატანილი. ჟოელ სანტანას გუნდმა სამ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ დღეს ბრაზილიის წინააღმდეგ სათამაშოდ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. პირველ ტურში მასპინძლებმა ერაყს ვერაფერი მოუხერხეს და უგოლოდ გაეყარნენ. მეორე ტურში სანტანას შეგირდებმა ახალი ზელანდია დაამარცხეს 2:0 და სწორედ ამ მოგების წყალობით დაძლიეს ჯგუფური ეტაპი, რადგან ბოლო ტურში ამავე ანგარიშით მარცხი განიცადეს.აქამდე გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან და ორივეჯერ სწორედ იმ ქალაქში, რომელიც დღევანდელ მატჩს უმასპინძლებს. 1996 წლის 24 აპრილს, იოჰანესბურგში, ბრაზილიელებმა მასპინძლები 3:2 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში სტუმართა კაპიტანი მათი დღევანდელი მწვრთნელი, კარლოს დუნგა იყო. 1997 წლის 7 დეკემბერს კი ბრაზილიელებმა სამხრეთ აფრიკა კვლავ მინიმალური სხვაობით, ამჯერად 2:1 დაამარცხეს. იმავე წელს, 19 ივნისს, ბრაზილიის და სამხრეთ აფრიკის 20 წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ და გამარჯვება კვლავ სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ  2:0. ერთადერთ შემთხვევას, როდესაც ბრაზილიამ სამხრეთ აფრიკასთან მარცხი განიცადა, ადგილი 2000 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა, როდესაც რონალდინიომ და კომპანიამ 1:3 დათმეს შეხვედრა.მასპინძელთა ბრაზილიელი დამრიგებელი, ჟოელ სანტანა თანამემამულეებთან დაპირისპირების წინ შემდეგ კომენტარს აკეთებს: ნახევარფინალში თამაში დავიმსახურეთ, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ოთხი ქულა მოვიპოვეთ. ახალი ზელანდია 2:0 დავამარცხეთ, მაგრამ მეტის გატანა შეგვეძლო. მოხარული ვარ, რომ ნახევარფინალში გვიწევს თამაში და იმითაც, რომ ჩვენი მეტოქე ბრაზილიაა.სანტანას თანამემამულე და დღევანდელი მეტოქე, დუნგა კი მატჩის წინ აცხადებს: თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრაში ფავორიტები ვართ, მაგრამ ამ გუნდს ჩვენთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზადაა. ბრაზილიას ძალზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ჩვენს განაცხადში მყოფ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია ძირითად შემადგენლობაში თამაში.
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია: სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ლუიზაო, სანტოსი, ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო, რამირესი, კაკა, რობინიო, ლუიშ ფაბიანუ
სამხრეთ აფრიკა: ხუნე, ბუთი, გაქსა, მასილელა, დავიდსი, მოკოენა, მლონგო, პიენაარი, მოდისე, მაშეგო, პარკერი
ნანახია: 770 | დაამატა: KaPaRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
¹2 ავტორი: KaPaRo 26.06.2009
 
94.43.143.155 | ჯგუფი: 999


sps dzma xar 
პასუხი:
¹1 ავტორი: miishooo 26.06.2009
 
93.188.9.34 | ჯგუფი: 999


sg magari siteaaa! wink 
პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz