პარასკევი, 10.10.2025, 13:34
fiorentina vs ac milan
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ტრანსფერები [252]
იტალიის თასი [0]
ჩემპიონთა ლიგა [0]
უეფას თასი [0]
ისტორია [2]
ფორმის ისტორია [1]
ლეგენდები [1]
ტიტულები [1]
ბიოგრაფიები [9]
ჰიმნი [1]
სან სირო [1]
პრეზიდენტები [0]
მწვრთნელები [2]
"მილანელო" [1]
მეკარეები [3]
მცველები [5]
ნახევარმცველები [5]
თავდამსხმელები [3]
ვიდეოარქივი [24]
ფოტოარქივი [6]
სერია A [3]
ქალაქი მილანი [1]
ახალი ამბები [157]

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ივნისი » 25 » მშრალი სერიის და სარეკორდო სვლის დასასრული
13:03
მშრალი სერიის და სარეკორდო სვლის დასასრული
კონფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშება სენსაციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. თუ აქამდე მთავარ სენსაციათა შემოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იტალია იყო, გუშინ მას მხარი ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმაც აუბა და აქამდე შესანიშნავ ფორმაში მყოფი გუნდი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. დელ ბოსკეს გუნდის მძლეველი კი შეიქნა გუნდი, რომელსაც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ სათვალავში არავინ აგდებდა, მაგრამ ბოლო ორი თამაში ამერიკელებმა შესანიშნავად ჩაატარეს და დაიმსახურეს კიდეც კონფედერაციის თასის ისტორიაში პირველად ფინალში გასვლა.შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო. ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები საწყის წუთებში ბურთს სრულად აკონტროლებდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. სამაგიეროდ მეტოქე გუნდის მეკარის ანერვიულება პირველივე შეტევების დროს მოახერხეს ამერიკელებმა. მეშვიდე წუთზე დევისმა ესპანელთა მცველების შეცდომით ისარგებლა და მაკრატელა დარტყმით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ამერიკელთა მეცხრე ნომერს მიზანმა მცირედით უმტყუნა. ერთ წუთში ევროპის ჩემპიონთა დაცვის მორიგი შეცდომის შემდეგ დევისს უკვე თავური დარტყმით შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ კასილიასის კარის ჩარჩოში ბურთის მოხვედრება კვლავ ვერ მოახერხა.მეათე წუთზე ფაბრეგასის შორეული დარტყმა გადასცდა ჰოვარდის კარს, ერთ წუთში კი ფერნანდო ტორესს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ფაქტიურად ცარიელ კარს ესპანელმა ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი. ამის შემდეგ კვლავ ესპანელებმა დაიწყეს ბურთის გორება, რასაც კვლავ ამერიკელთა სახიფათო შეტევა მოჰყვა, მაგრამ ამჯერად გოლით დაგვირგვინებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჟოზი ალტიდორის მიერ კასილიასის კარში გატანილ გოლში დიდი წვლილი კატალონიური ბარსელონას ფებურთელებს მიუძღვით. ამერიკელთა შეტევის დროს, დემპსის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ალტიდორემ ბურთი ისე მიიღო, რომ ცენტრალურ მცველებად მოთამაშე პიკე და პუიოლი მის სიახლოვესაც კი არ იმყოფებოდნენ. ხოლო დაცვის ცენტრში მათ მაგივრად მოთამაშე კაპდევილა ვილიარეალის ახალგაზრდა თავდამსხმელმა იოლად დაჯაბნა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ძალაზე გათვლილი დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო ესპანელთა კარში მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ ევროპის ჩემპიონები ბუნებრივია დიდი ძალებით მიაწყდნენ ჰოვარდის კარს, მაგრამ შესანიშნავად მოთამაშე ამერიკელთა დაცვას ვერაფერი დაუპირისპირეს. ერთადერთი, ტაიმის ძირითადი დროის ბოლო წუთზე, ფერნანდო ტორესმა ინდივიდუალური ოსტატობით მოახერხა ბარიერების დაძლევა და მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰოვარდს ვეღარ აჯობა.მეორე ტაიმი მოლოდინისამებრ იმ გუნდის უპირატესობით დაიწყო, რომელსაც გოლის გატანა მეტად სჭირდებოდა და რომლისთვისაც მარცხი გაცილებით მტკინვეული იქნებოდა. პირველი სახიფათო მომენტი დავიდ ვილიამ შექმნა, რომელიც ძალზედ ახლო მანძილიდან ურტყამდა ჰოვარდის კარის მიმართულებით, მაგრამ ამერიკელთა მეკარემ კარგად ითამაშა. შეხვედრის დარჩენილ ნაწილში გოლის გატანის კარგი შანსები იგივე ვილიას, სერხიო რამოსს და ფერნანდო ტორესს ჰქონდათ, მაგრამ კარგად მოთამაშე მეტოქის დაცვას და მეკარეს დელ ბოსკეს შეგირდებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. სამაგიეროდ, 74-ე წუთზე, საკუთარ კარში მიიღეს მეორე გოლი. ბობ ბრედლის შეგირდებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც მარჯვენა ფლანგზე დონოვანი აღმოჩნდა კარგ სიტუაციაში. ამერიკელთა მეათე ნომერმა კარში დარტყმის ნაცვლად დემპსის მისამართით გადაცემის გაკეთება გადაწყვიტა და მართალია არაზუსტად გამოუვიდა, მაგრამ სერხიო რამოსის ბავშვური შეცდომის შემდეგ ბურთი ადრესატამდე მაინც მივიდა და მასაც ფაქტიურად ცარიელ კარში ბურთის შეგორება აღარ გასჭირვებია.დელ ბოსკემ თამაშის გადარჩენა მეორე გოლამდე და მას შემდეგ მოედანზე კასორლას და მატას შეშვებით სცადა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მწვრთნელს იმედები ვერ გაუმართლეს. ევროპის ჩემპიონებს მატჩის გადარჩენის მცირე იმედი მაშინ დაუბრუნდათ, როდესაც უხეშად თამაშისთვის მაიკლ ბრედლის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა და ამერიკა კონფედერაციის თასის მეოთხე შეხვედრაში მესამედ დატოვა კაცნაკლული. ვინაიდან ამ ეპიზოდიდან შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე მხოლოდ სამი წუთი იყო დარჩენილი, ესპანელებს რაიმე ღირებულის შექმნის დიდი დრო არც ჰქონდათ, რის შედეგადაც ისინი არამხოლოდ ფინალს მიღმა დარჩნენ, არამედ მშრალ სერიას და ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების მხრივ სარეკორდო სვლას წერტილი დაესვა.შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კლინტ დემპსი დასახელდა, რომელიც გოლის და საგოლე გადაცემის გარდა სამი არაზუსტი დარტყმით, 26 ზუსტი და 9 არაზუსტი გადაცემით და 11029 მეტრის გარბენით გამოირჩა.

ბლუემფონტეინი, "ფრი სტეიტ სთედიუმი" 35369
ესპანეთი-აშშ 0:2 (0:1)
ესპანეთი (4-1-3-2): კასილიასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა, ხაბი ალონსო, ფაბრეგასი (კასორლა 68), ხავი, რიერა (მატა 78), ვილია, ფერნანდო ტორესი
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
აშშ (4-2-2-2): ჰოვარდი, სპექტორი, ონიევუ, ბოკანეგრა, დემერიტი, კლარკი, ბრედლი, დემპსი (ბორნშტეინი 88), დონოვანი, დევისი (ფეილჰაბერი 69), ალტიდორე (კასი 83)
მწვრთნელი: ბობ ბრედლი
გოლები: 0:1 ალტიდორე 27, 0:2 დემპსი 74
გაფრთხილება: კაპდევილა (36), პიკე (89)  დონოვანი (5), ალტიდორე (28)
გაძევება: ბრედლი (87)
მსაჯი: ჟორჟე ლარიონდა (ურუ)
დარტყმა 29 (8)-9 (2); ჯარიმა 13-9; თამაშგარე 7-4; კუთხური 17-3; ბურთის ფლობა 56%-44%
ნანახია: 759 | დაამატა: KaPaRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
¹2 ავტორი: KaPaRo 26.06.2009
 
94.43.143.155 | ჯგუფი: 999


mec espnaets vbalelshikobdi imito ro kai finalis yureba mindodoa espaneti brazilia 
პასუხი:
¹1 ავტორი: miishooo 26.06.2009
 
93.188.9.34 | ჯგუფი: 999


eeh me espanets vbaleshikobdi da ra mouvida to sad villa dz magari kacia! 
პასუხი:
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz