რეალში ჩემი გადასვლა ხელმძღვანელობის ნებით იყო განპირობებული, შემოთავაზებულ წინადადებებზე ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მიღების უფლებას ყოველთვის ვაძლევდი. ეს კლუბი მომწონს და მილანში ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. მაგრამ დადგა დრო როცა მომავლის გეგმებთან დაკავშირებით შეხედულებები შეგვეცვალა. ამგვარად მე კლუბმა გამყიდა თუმცა აქამდე მილანმა ბევრს უთხრა უარი ჩემს გაყიდვაზე და მათ შორის მადრიდის რეალსაც. მილანი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება განაცხადა კაკამ ''AS'' საუბარში.