იტალიური "მილანის" ნახევარმცველი ჯენარო გატუზო, მთავარ მწვათნელ ლეონარდოს ეთანხმება იმაში, რომ გუნდის ყველა პოზიცია გაძლიერებას საჭიროებს. "ვიმედოვნებ, სატრანსფერო კამპანიის ბოლომდე, რომელიც 31 აგვისტოს სრულდება, კლუბის ხელმძღვანელობა ძლიერი მოთამაშეეების შეძენას შეძლებს. თავდამსხმელი და ცენტრალური მცველი აუცილებლად გვესაჭიროება", – ავრცელებს გატუზოს ინტერვიუს Channel14. გატუზომ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ კარიერის "მილანში" დასრულებას აპირებს. "მილანის" გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს თავად ლეონარდოც: "ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ დიდ ფეხბურთელს გამოვეთხოვეთ, როგორიც კაკაა". მაგრამ ჩვენ ბიუჯეტის გაზრდა გვესაჭიროებოდა. ახლა კი, წინ უნდა ვიყუროთ.