– საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ რაც, "რეალის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდით. რას გვეტყვით მადრიდულ კლუბში გატარებულ პერიოდზე? –ეს მართლაც დაუჯერებელი ერთი თვე იყო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და დღითიდღე ვრწმუნდები, რომ "რეალში" შესანიშნავ დროს ვატარებ. არ გავა წუთი, რომ არ ვიფიქრო "რეალსა" და ამ კლუბში გასატარებელ პერიოდზე. როგორც მე, ასევე მთელი ოჯახი, მოხარულნი ვართ ჩემს ცხოვრებაში მომხარი ცვლილებებით და მოუთმენლად ველით ახალი სეზონის დაწყებას. მსურს, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე მადრიდში. –გაქციათ უფრო ბედნიერ ადამიანად თქვენმა პრეზენტაციამ, რომელსაც 50 000 ადამიანი დაესწრო? -ეს დაუვვიწყარი მომენტი იყო. როდესაც გასახდელიდან გამოვდიოდი, ავიხედე მაღლა და ამდენი ადამიანი დავინახე. ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს ცხადი იყო. ეს მართლაც დაუვიწყარი და დაუჯერებელი მომენტი იყო, რომლის ბოლომდე დაჯერება ახლაც მიჭირს. – მართლა არ ელოდით, რომ მადრიდელი გულშემატკივრები ასეთ დახვედრას მოგიწყობდნენ? - ყველაფერი იმდენად გრანდიოზული იყო, რომ ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება. "სანტიაგო ბერნაბეუს" რეაქციაზე კინაღამ ტირილი დავიწყე. სტადიონზე ყოფნის დრომ გავიხსენე ჩემი მთელი ცხოვრება. ვფიქრობდი, ჩემს ოჯახთან ერთად გადატანილ პოგორც კარგ ასევე ცუდ მომენტებზე. საფეხბურთო კარიერა "სან პაულუში" დავიწყე, ახლა კი "ბერნაბეუზე" მომეწევს ბურთის გორება ამდენი გულშემატკივრის წინაშე. ეს იმდენად შესანიშნავი მომენტი იყო, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ახლა კი, მმართებს, ყველა ამ გულშემატკივარს კარგი თამაშით გავცე პასუხი. – 50 ათასი ადამიანის წინაშე ფლორენტინომ გულში ჩაგიკრათ. რას ნიშნავს თქვეენთვის პრეზიდენტის ასეთი საქციელი? - ფლორენტინო შესანიშნავი ადამიანია. მისი გაცნობა 2002 წელს, "რეალის" ასი წლის იუბილეზე მოვახერხე და ეს დღე ჩემთვის ძალზე ემოციური იყო. მაშინ "სან პაულუში" ვთამაშობდი და ასეთი რანგის ადამიანის გაცნობა დაუჯერებელი იყო. პერესის დამსახურებით, იმ დრომ "რეალში" თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ ფიგუ, ზიდანი და რონალდო. მოკლედ, ფლორენტინო ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ადამინია. – "რეალში" ასევე მოგესალმათ ალფრედო დი სტეფანო. რა გითხრათ მან? – იგი ძალიან თბილი ადამიანია და მთელი პრეზენტაციის განმავლობაში მეხუმრებოდა. ჩვენ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ვიყავით, გულშემატკივრები ტაშს გვიკრავდნენ, დი სტეფანო კი ხუმრობდა. იმ ფაქტმა, რომ "რეალისთვის" ამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ასე მეპყრობოდა, სიმშვიდე შემმატა. იგი მეუბნებოდა, რომ "ბერნაბეუ" "მარაკანას" ჰგავს და რომ აქ ძალიან მომეწონება. გარდა ამისა, მან ბევრი სასიკეთო რჩევა მომცა. – თქვენი გაყიდვის გამო, მილანში ჯერ კიდევ აკრიტიკებენ სილვიო ბერლუსკონის. რას ფიქრობთ ამის შესახებ? - "მილანის" გულშემატკივრები ძალზე თბილად მექცეოდნენ და ამის გამო მათი მადლობელი ვარ. ამ კლუბში 6 დაუვიწყარი სეზონი გავატარე. დარწმუნებული ვარ, "როსონერი" უჩემოდაც შეძლებს წარმატების მიღწევას. ჩემს გულში კი , "მილანი" სამუდამოდ დარჩება.
KAKA MAINC DARCHEBA MILANIS LEGENDAD ME IS MAXSOVS MAGRAD MILAN VS LIVERPOOL ROM IYO PINALI DA KRESPO ROM GAIYVANA PIRISPIR CENTRIDAN RA PASI GAUKETA DA KIDEV RA VICI RAMDENI RAM AQVS GAKETEBULI