აშშ–ში მყოფმა "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდომ ლონდონის "ჩელსისთან" ამხანაგურ მატჩში 1:2 დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გენდი 90 წუთის განმავლობაში ღირსეულად იბრძოდა. "პირველ რიგში სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროს შესახებ მინდა ვისაუბრო. ანჩელოტის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ. ეს მსოფლიოს საუკეთესო ორ გუნდს შორის გამართული პაექრობა იყო. ამდენი წლის ერთად მუშაობის შემდეგ, დღეს ნერვიული მატჩი გვქონდა, დროგბამ ხომ მეშვიდე წუთზე გაიტანა გოლი და ცოტათი დესტაბილიზაცია შემოტანა ჩვენს თამაშში, მაგრამ კარგი რეაგირება მოვახდინეთ და ღირსეული ფუხბურთი ვაჩვენეთ. ეს მთელი 90 წუთი გრძელდებოდა".-ავრცელებს "როსონერის" ბრაზილიელი თავკაცის კომენტარს ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი.