ამერიკული "ლოს ანჯელესის გალაქსის" ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი 1000 დოლარით დააჯარიმეს. Associated Press-ი იუწყება, რომ ინგლისელი ნახევარმცველი იტალიურ "მილანთან" ამხანაგური შეხვედრისას ქომაგებთან გამართული კამათის გამო დაისაჯა, რომელიც 2:2 დასრულდა. როგორც ცნობილია, მთელი მატჩის განმავლობაში "ლოს ანჯელესის გალაქსის" გულშემატკივრები ბექჰემს უსტვენდნენ, რის შემდეგაც ტრიბუნასთან მისულმა ფანების მიმართ რაღაც ყვირილი დაიწყო. ერთ–ერთი ქომაგი კი, მოედანზე გადახტომას შეეცედა, თუმცა ის დაცვამ შეაჩერა. როგორც ცნობილია, დევიდ ბექჰემი გასელი სეზონის მეორე გახევარში იჯარის წესით სწორედ "მილანში" ასპარეზობდა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ კი, იტალიური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდომ ინგლისელი ვარსკვლავის თავის გუნდში ხილვა კვლავ ისურვა.