გუშინ როგორც იცით გაიმართა ამხანაგური მატჩი ლონდონის ჩელსისა და მილანს შორის რომელიც ჩელსის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
თამაში ლონდონელებმა აქტიურად დაიწყეს და მატჩის 7-ე წუთზე დიდიე დროგბამ შორიდან ძალიან კარგად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ლონოდნელები მოეშვნენ და უპირატესობას მილანი დაეუფლა, თამაშის 19-ე წუტზე კი მილანს აშკარად ქონდა გოლის გატანის შანსი ანდრეა პირლომ შორიდან დაარტყა პეტერ ჩეხმა ბურთი ძლივს მოიგერია, და ვინ იცის ბორიელო რომ არ გადაღობოდა ბურთს იქნებ რონალდინოს მაკრატელაც გასულიყო. თამაშის 38-ე წუთზე კი კლაარსენ ზეედორფმა რონალდინიოს პასით ისარგებლა და საჯარიმოს გარედან ჩინებულად დაარტყა და ჩეხს შანს არ დაუტოვა 1:1. ამით პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანელკას მიეცა გოლის გატანის შანსი თუმცა მიზნამდე ცოტა დააკლდა. ამის შემდეგ ანჩელოტიმ შევჩენკო შემოუშვა ანელკას ნაცვლად სხვათა შორის შევჩენკომ ზოგიერთ მომენტში ისე ითამაშა, რომ როგორც ჩანს კარგ ფორმაშია. მისი შემოსვლიდან ჩელსი გააქტიურდა და 5 წუთში იური ჟირკოვმა ჩელსი წინ გაიყვანა 2:1. ამის შემდეგ მილანი გააქტიურდა და უტევდა ყველაზე რეალური შანსი კი 89-ე წუთზე პიპო ინძაგის ქონდა მაგრამ ჩეხმა აჯობა. ბოლო წამებზე კი ონიევუს დარტყმული ჩელსის კარს სანტიმეტრებიტ ასცდა. ლეონარდომ 7 ცვლილება განახორციელა და ყველაზე სასიხარულო რაცაა 79-ე წუთზე მოედანზე კახა კალაძე გამოჩნდა. და არცთუისე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე ძალიან კარგად ითამაშა იგნასიო აბატემ ვინაც ჩეხი ბევრჯერ შეაწუხა და ბევრ მომენტებში ბრწყინვალე იყო, მოედანზე ონიევუს გამოჩენას კი მთელი სტადიონი ფეხზე ადგომით შეხვდა. რაც შეეხება მეკარეს ეს ცალკე სასაუბრო თემაა. პირადად მე როცა კალაჩი დგას კარებში მეშინია როცა ბურთი კარში მიდის, და თქვენც კარგად ნახეთ მისი ''ბრწყინვალე'' თამაში. მილანს აშკარად ჭირდება ახალი მეკარე აბიატი ტრამვირებულია და არავინ იცის დაბრუნების შემდეგ როგორ ფორმაში იქნება. მოკლედ პროგრესი მაინც იყო და იმედია ინტერთან თამაშისას უფრო მეტ პროგრესს განვიცდით და მოვუგებთ კიდეც.
auu raa calaci too saidan ipoves eg 2 metriani jori too :@ .. auu bufonze vgejdebi mara karg formashi arc eg aris . mekares problema xo ver movagvaret da arc vcdilobt