კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტოო მილანის ინტერის ღირსებას დაიცავს, chanel4 იუწყება, რომ ეტოოს აგენტმა ხოსე მაროა მერელესმა ნერაძურისთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. მოლაპარაკებები უკვე დასრულდა შეთანხმება უკვე მიღწეულია. გუშინ სამუელი მოურინიოს ესაუბრა და კმაყოფილი დარჩა. ამჟამად ბარსელონასთან უნდა მოვაგვაროთ ზოგიერთი საკითხი. მომავალ სამშაბათს ან ოთხშაბათს ეტოო ინტერთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც იცით მილანიც ცდილობდა ეყიდა სამუელ ეტოო მაგრამ არ აქტიურობდა და შედეგად კამერუნელი ნერაძურიში ითამაშებს.