საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ დავიდ ტრეზეგეს აგენტმა ანტონიო კალიენდომ განაცხადა, რომ მის აგენტს ძალიან ესიამოვნა "მილანის" ხელმძღვანელობის მხრიდან შექება. "ადრიანო გალიანისთან მეგობრული სადილი მქონდა, რომლის განმავლობაშიც, "როსერის" ვიცე–პრეზიდენტმა ტრეზეგესადმი თავისი ინტერესი დაადასტურა. უახლოეს მომავალში ფორვარდს დაველაპარაკები და მის კარიერასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმას გავეცნობი. დავიდს ძალიან მოწონს"მილანი". ეს უდიდესი გუნდია, თუმცა ჯერჯერობით, ვერავითარ კონკრეტულს ჩემი კლიენტის მომავლის შესახებ ვერ ვიტყვი. არ უნდა დავივიწყოთ, რომ "იუვესთან" მისი კონტრაქტის ვადა 2 წლის შემდეგ იწურება",–დასძინა ტრეზეგეს აგენტმა Channel14-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. კალიენდომ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ, თუ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა 31 წლის ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს, "მილანი" იძულებული იქნება მის სანაცვლოდ 8,5 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.