იტალიური "მილანის" ვიცე–პრეზიდენტი ადრიანო გალიანი იმედოვნებს, რომ ამერიკული "ლოს ანჯელესის გალაქსის" ნახევარმცველი, დევიდ ბექემი კვლავაც გააგრძელებს იჯარის წესით "როსერიში" გამოსვლას. "დევიდმა იცის, რომ ჩვენი"მილანელოს" ბაზაზე მისთვის კარი მუდამ ღიაა. ამის შესახებ მისმა აგენტებმაც იციან. ვიმედოვნებ, რომ იანვარში კვლავ დაგვიბრუნდება. ყველაზე უფრო დასაჯერებელი სცენარი იქნება "მილანში" მისი გადმოსვლა ზამთრის სატრანსფერო სეზონზე და ამერიკაში დაბრუნება მაისში. არანაირი შანსი არ არის იმისა, რომ იგი იანვარზე ადრე გამოჩნდეს ჩვენს რიგებში'',-დასძინა გალიანიმ Channel14-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 2009 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში, ინგლისელმა ვარსკვლავმა "მილანის" მაისურით სერია A-ში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანაბ