ამერიკული ლოს ანჟელეს გელექსის ნახევარმცველი დევიდ ბექემი თავის სამ ვაჟიშვილთან ერთად მილანის ვარჯიშს დაესწრო. მილანის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ მილანის ფეხბურთელემა ყოფილი გუნდელი თბილად მიიღეს. ბექემმა კი განაცხადა, რომ ის კვლავ დიდი სიამოვნებიტ დაბრუნდებოდა როსონერიში. რაც შეეხება ლეონარდოს, მან განაცხადა: ჩვენს გუნდთან დევიდს შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ბექემი შესანისნავად ასპარეზობდა გასულ სეზონში, გამიკვირდა როცა ის ჩვენს ვარჯიშს ესტუმრა. ის ნამდვილი ინტელიგენტი მოთამაშეა. ვფიქრობ არავის გავაკვირვებ, რომ ჩვენს გუნდში მისი ხილვით დაინტერესებული ვარ ისევე როგორც ბევრი სხვა მწვრთნელი.