ილანის ახალი თავკაცი ლეონარდოს თქმით ის ამერიკაში ყოფნისას თავის გუნდში ექსპერიმენტების ჩატარებას აპირებს. მილანელები ამერიკაში ლოს ანჟელეს გალაქსის ინტერს და ჩელსის დაუპირისპირდებიან. მომავალი ვარჯიშები იმისთვის გამოგვადგება, რომ ვარჯიშებზე ნასწავლი პრაქტიკაში განვახორციელოთ. ჩვენ არაერთი ტაქტიკური მეცადინეობა ჩავატარეთ რათქმაუნდა გუნდს თავისი სტილი აქვს. მაგრამ ამერიკაში მისი ალტერნატივის მონახვას შევეცდებით განაცხადა ლეონარდომ. გარდა ამისა მან განაცხადა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერებას კვლავ გეგმავს, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდეა ჩვენ ჩვენს კანდიდატურებზე ვიმუშავებთ გუნდს გაძლიერება ნამდვილად წაადგება, ეს მილანს მომავალ სეზონში წარმატებაში დაეხმარება. მილანი დღეს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის გავლით ამერიკაში გაემგზავრა.
|