როგორ გრძნობთ თავს ვეტერანი ფეხბურთელის ამპულაში? ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, რომ ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში აღა მომიწევს, დილად ისევ იმ აზზრზე მეღვიძება, რომ ისევ ვარჯიშზე უნდა წავიდე, ძნელია ამდენი წლის შემდეგ ცხოვრების წესი შეიცვალო, უცებ აღმოვაჩინე, რომ დილით რამდენ ხანსაც მინდა იმდენს ვიძინებ, რაც ძალიან უჩვეულო აღმოჩნდა. თავისუფალი დროც იმდენი გამიჩნდა, რომ თავი უსაქმური მგონია. და თითქოს ჩემთვის რაღაც ფასეულს არ ვემსახურები. ადრე თუ გვიან ფეხბურთში აუცილებლად დავბრუნდები და საყვარელ საქმეს გავაკეთებ ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შემიძლია. კარლო ანჩელოტისგან უკვე გქონდათ შემოთავაზება თუმცა უარი განაცხადეთ რატომ არ გსურდათ სამწვრთნელო საქმიანობაში პირველი ნაბიჯები გადაგედგათ? კარლო ანჩელოტი დიდი ადამიანია და მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა, თუმცა ეხლა არ არის ის მომენტი, რომ უცებ ლონდონში გადავიდე, ახლა დასვენებაზე ვარ ორიენტირებული და ახალ საქმეზე რამდენიმე ტვის შემდეგ ვიფიქრებ. თანაც რა დასამალია, რომ ჩემი თავი მხოლოდ მილანში შემიძია წარმოვიდგინო. ანუ თქვენ მილანში რჩებით? რით იქნებით დაკავენული რა იქნება თქვენი ახალი საქმე? ჯერჯერობით ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ფეხბურთში იმხელა გამოცდილება დამიგროვდა, რომ საქმეს აუცილებლად გამოვნახავ, არ გამოვრიცხავ ადრე თუ გვიან მწვრთნელობას მივყო ხელი, მაგრამ ალბათ საწყის ეტაპზე სხვა საქმიტ ვიქნები დაკავებული. შესაძლოა ბავშვებთან ვიმუშაო, შესაძლოა ტალანტები მოვიძიო ეს საქმე ძალიან მიყვარს. ვნახოთ ყველაფერს დრო გვიჩვენებს მექნება საუბარი ადრიანო გალიანისთან და სილვიო ბერლუსკონისთან და ყველაფერს გადავწყვეთთ. როგორც აღნიშნეთ შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყოთ ხელი როგორი ფეხბურთის მიმდევარია პაოლო მალდინი? ფეხბურთის ყველა სტრატეგია ჩემთვის ფასეულია, არ მესმის იმ ადამიანების რომლებიც არ ცნობენ სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებს და ფილისოფიას. ფეხბურთში ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ნამდვილ ფეხბურთს მარტო ბრაზილიელები თამაშობენ ასე ნამდვილად არ არის, ფეხბურთი იმიტომ არის სპორტის პირველი სახეობა, რომ ის მხოლოდ ბურთის გორება არ გახლავთ, მას ზურგს უამრავი ტაქტიკა და ფილოსლოფია უმაგრებს. რომელი მილანი უფრო ძლიერი იყო არიგო საკის თუ ფაბიო კაპელოსი? გამორცევის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, ფაქტია, რომ ორივე დიდი მწვრთნელია რომელთაც გუნდში დიდი ეპოქა შექმნეს. მათ გვერდით დავაყენებდი კარლო ანჩელოტისაც მარტო ტიტულების ჩამოთვლა რად ღირს მან შესანიშნავას იმუშავა მილანში. საკი ნოვატორია მუდმივად ახალს იგონებდა ამიტომაც შეიტანა ფეხბურთის განვიტარებაში ამხელა წვლილი, კაპელო კი მკაცრია ტაქტიკური სქემების უბადლო მცოდნებრწყინვალედ აკონტროლებდა თამაშის რიტმს და იცოდა სად რა ვცლილება გაეკეთებინა. როგორი იქნება მომავლის მილანი რას უნდა მოველოდეთ ლეონარდოსგან? ლეონარდოს კარგად ვიცნობ და მისი დიდი იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ დიდი შანსი აქვს ახალი წარმატებული სეზონის დასაწყებად. ველაპარაკე მას და აშკარად შევატყვე, რომ ენთუზიაზმით არის აღსავსე, რაც მთავარია იცის რა უნდა აკეთოს და გეგმებიც მოხაზული აქვს. სრულად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა რაც საკუთარ თავზე აიღო. ანჩელოტის ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე ყავს. მთავარი ლეოს ყველანი გვერდში ამოვუდგეთ და წარმატებები ვუსურვოთ.
|