რუსული ცსკა-ს ნახევარმცველი, იური ჟირკოვი ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. “სოვეტსკი სპორტი” იუწყება, რომ ჟირკოვს “არისტოკრატები” მომავალ უიქენდზე ელიან. რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბოლო ფორმალობები მოაგვარა და უკვე გაიფორმა ბრიტანული ვიზა. ის 16 ივლისიდან, როდესაც კარლო ანჩელოტის გუნდი აშშ-ში სეზონისწინა საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრება “ჩელსის” განკარგულებაში უნდა იყოს.