გუშინ მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუზე მოხდა მილანის ყოფილი და ახლა უკვე მადრიდის რეალის ახალი ფეხბურთელის კაკას პრეზენტაცია.
რიკაროდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტე (კაკა) დაიბადა 1982 წლის 22 აპრილს ბრაზილიის ქალაქ ბრაზილიაში, ის ფეხბურთს როგორც ყველა ბრაზილიელი ბავშობიდან თამაშობდა. მან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი სან პაულოსთნ გააფორმა სადაც მან 59 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლის გატანა შეძლო, ამით მან მილანის ყურადღება მიიპყრო და საბოლოოდ ის როსონერიში აღმოჩნდა კიდეც. კაკა მილანში 2003 წელს გადავიდა მან მილანის ფანების გულები პირველივე სეზონში თავის ბრწყინვალე თამაშით მოიგო. მან მილანში პირველივე სეზონში 2003 წელს მოგიო ჩემპიონთა ლიგა (იუვენტუსთან) რაც ამ ფეხბურთელისთვის დიდი წარამატების საწინდარი გახდა. იმავე წელს კაკამ უეფას სუპერ თასი მოიგო. ასევე მან დიდი წვლილი შეიტანა 2006-2007 წლების ჩემპიონთა ლიგის მოგებაში სადაც მილანმა 2-1 დაამარცხა ლივერპული, და იმავე წელს უეფას სუპერ თასი მოუგო ბოკა ხუნიორსს. მას მილანთან ერთად მოგებული აქვს: ერთხელ სკუდეტო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, და ოჯერ უეფას სუპერ თასი. ვინც მილანის ნამდვილი გულშემატკივარი არის არასდროს არ დაივიწყებს რიკის ამ დიდ ფეხბურთელს რომელმაც მილანის ამ დიდ წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა.
ეეეჰ,გული მეყდება პროსტა რომ ბევრს მილანის გულშემატკივრობა და კაკას გულშემატკივრობა ერთმანეთში ერევა.მე მილანის გულშემატკივარი ვარ და არ მინდა რომ კაკამ გაქაჩოს,აღარ ვგულშემატკივრობ მას,ისევე როგორც რონალდოს და მესის არ ვუგულშემატკივრებ არასოდეს.მე მინდა რომ მილანის რომელიმე ფეხბურთელმა გაქაჩოს ისე რომ აჯობოს მესისაც,რონალდოსაც და აფერისტ კაკასაც.