იტალიის მილანი სეზონს დაიწყებს 6 ივლისს მილანის ფეხბურთელები შეიკრიბებიან მილანელოზე 6 ივლისს და გამართავენ პირველ ვარჯიშს. 19 ივლის როსონერის ფეხბურთელები გაემგზავრებიან ამერიკაში სადაც შეხვდებიან გალაქსის, სადაც დევიდ ბექემიც ითამაშებს. 22-დან 26 ივლისის ჩათვლით მილანელები მიიღებენ ტურნირში მონაწილეობას ანერიკაში, სადაც ითამაშებენ, მექსიკის ამერიკა, ჩელსი და ინტერი. 29 ივლისს ჩავა მილანი მიუნხენში სადაც მიიღებს მონაწილეობას აუდის თასში, მატჩები გაიმართება 29 და 30 ივლისს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მილანი, ბაიერნი, ბოკა ხუნიორსი. 8 აგვისტოს ჩავა მილანი პორტუგალიაში სადაც დრაგაოზე შეხვდება ლისაბონის ბენფიკას, 17 აგვისტოს სან-სიროზე ბერლუსკონის თასი მილანი იუვენტუსს შეხვდება, ხოლო სეზონის დაწყებამდე დასკვნითი თამაშს კი მილანელები მადრიდში რეალის წინააღმდეგ 25 აგვისტოს გამართავენ.