ინგლისურმა მანჩესტერ სიტიმ კამერუნელი ფორვარდის, ეტოოს შეძენა გადაწყვიტა და ფეხბურთელის სანაცვლოდ, ესპანურ ბარსელონას დიდი თანხა შესთავაზა.Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კატალონიური გრანდის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა არ მალავს, რომ მისმა კლუბმა, შესაძლოა, უარი ვერ თქვას ეტოოს გასხვისებაზე, რადგან მანჩესტერ სიტი მზადაა თავდამსხმელში წარმოუდგენელი თანხა გადაიხადოს.მანჩესტერ სიტიმ წარმოუდგენელი წინადადებით მოგვმართა, რომლის მიხედვითაც ეტოო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცევა. სამუელს ბარსელონაში დარჩენა სურდა, მაგრამ ამ წინადადებისგან ძალიან ძნელი იქნება თავის შეკავება. თუ ეტოო გადასვლაზე დაგვთანხმდა, ჩვენ იძულებული გავხდებით მისი შემცვლელი გამოვძებნოთ, - დასძინა ლაპორტამ.