მილანის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი საუბრობს მილანის ტრანსფერებზე: მე არ ვიცი გადმოვა თუ არა სისოხო მილანში, მე მსურს, რომ ბექემი იანვარში დაბრუნდეს მილანში. რაც შეეხება ამბროზინის ჯერე კიდევ არ გაგვიგრძელებია კონტრაქტი მასთან რომელსაც ვადა მომავალ წელს გასდის, მაგრამ მოსაგვარებელია პატარა დეტალები და შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ამბროზინი მილანში დარჩება. მასიმო ოდო არის მილანის ფეხბურთელი და ის შემდეგი 2 წლის განმავლობაში ითამაშებს მილანში, მაგრამ ტუ იყო რამე საინტერსეო წინადადება ჩვენ ამას აუცილებლად განვიხილავთ. ფავალი დათანხმდა, რომ კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი სავარაუდოდ ის მომავალ სეზონში კარიერას დაასრულებს. ალესანდრო ნესტა, და კახა კალაძე თითქმის უკვე გამოჯანმრთელდნენ რაც საფუძველს გვაძლევს მომავალ სეზონში ამ ორ მცველს ვენდოთ.