იტალიის მილანის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი დარწმუნებულია, რომ გუნდი წარმატებებს მიაღწევს როგორც შიდა ასპარეზზე ისე ევროპაშიც. ამისშესახებ ბრიტანული გამოცემა sky sports იუწყება.მილანის წინაშე ორი მიზანია დასახული მოხვდეს სერია A-ს სამ საუკეთესო გუნდში, და გავიდეს რაც შეიძლება შორს ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდს ამის გაკეთება შეუძლია. მილანმა წარმატებებს სწორედ ამ მწვრთნელითა და ამ ფეხბურთელებით უნდა მიაღწიოს განაცხადა გალიანიმ. 39 წლის ლეონარდომ რომელიც მანამდე მილანის სპორტული დირექტორი იყო ახლა ლონდონის ჩელსიში გადასული კარლო ანჩელოტი შეცვალა.