ამ შესანიშნავ ფეხბურთელს,რატომღაც სათანადო
ყურადღებას არ აქცევენ მასმედიის წარმომადგენლები.იტალიის ნაკრების მიერ
მსოფლიო ჩემპიონატის მოგექის შემდეგაც კი,მილანის ნახევარმცველს ბევრად
ნაკლებ ყურადღებას აქცევენ,ვიდრე კანავაროს,ბუფონს,ტონის,მატერაცის და დე
როსისაც კი.არადა მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის მიერ ჩატარებული 7
თამაშიდან 3–ში იგი საუკეთესოდ აღირეს,ყველაზე მეტჯერ.მის მიერ განას
ნაკრების კარში გატანილი გოლი მუნდიალის მშვენება გახდა.ფინალურ მატჩში
პენალტების სერია სწორედ მან გახსნა და ეს მისია უნაკლოდ შეასრულა.გარდა
ამისა ანდრეა პირლო იმის ნათელი მაგალითია რომ ამპლუის შეცვლა არასდროს არ
არის გვიან.კარგი თავდამსხმელიდან ზოგჯერ შესანიშნავი ნახევარმცველი
დგება.
ანდრეა თეხბურთელი თავისი უფროსი ძმის წყალობით გახდა,რომელიც,არც
მეტი,არც ნაკლები ეზოს ფეხბურთისმეფედ ითვლებოდა ბრეშაში.ამის
გამო,თამაწები,სადაც ძმები მონაწილეობდნენ,უამრავ მაყურებელს
იზიდავდა.ანდრეა ბურთის კარგი ფლობით გამოირჩეოდა და შესანიშნავად
თამაშობდა მიუხედავათ იმისა,რომ თავისზე ოთხი წლით უფროსებთან უხდებოდა
პაექრობა.საფეხბურთო კლუბ „ბრეშას“ გულშემატკივრები იმ დროზე
ოცნებობდნენ,როცა ძმები გაიზრდებოდნენ და პროფესიულ ფეხბურთში თავის
სიტყვას იტყოდნენ.
ბრეშა არცთუ დიდი ქალაქია,ამიტომ ძმების საუცხოო თამაშის შესახებ
ყველამ ძალიან მალე შეიტყო.მშობლებს სხვა აღარაფერი დარჩენოდათ გარდა
იმისა რომ,მეზობლების რჩევისთვის დაეგდოთ ყური და ჯერ ივანი,შემდეგ კი
ანდრეაც ფეხბურთის სკოლაში შეეყვანათ.
ამბობენ,რომ ივანი უფრო პერსპექტიულად ითვლებოდა,მაგრამ მოზრდილთა
ფეხბურთში მისი საქმეები სათანადოდ ვერ აეწყო,ხოლო კლუბ „ბრეშაში“ ვერ
ათამაშდა და მთელი თავისი კარიერა სერია ც–ში გაატარა.სამაგიეროდ,ანდრეა
ერთერთი იმათგანი გახდა,ვინც მსოფლიო თასი მოიპოვა.
როგორც ითქვა,ივანი პოტენციურ მეგავარსკვლავად ითვლებოდა,მაგრამ ეს
არ ნიშნავდა იმას რომ,ანდრეა მას რამეში ჩამორჩებოდა.აი,რას იხსენებს
მასზე მისი პირველი მწვრთვნელი ანდრეა კლერიჩი:
–მას ყველაფერი ეხერხებოდა,რთული ილეთები,ვირტუოზულად ფლობდა ბურთს და ამასთანავე შესანიშნავად ანაწილებდა ბურთებს,დიდი სიზუტით.
ანდრეა „ბრეშას“ დიდების გუნდში 14 წლისა ჩაირიცხა ,ხოლო 16 შლისამ
პირველად ითამაშა გუნდის ძირითად შემადგენლობაში.იგი თავის ადრეულ დებიუტს
რუმინელ მირჩა ლუჩესკუს უნდა უმადლოდეს.90–იანი წლების შუახანებში ლუჩესკუ
„ბრეშაში“ მუშაობდა და მან უცბად შენიშნა ტანთხელ ყმაწვილში მომავალი დიდი
ფეხბურთელი.ამბობენ,რომ ერთ–ერთი ვარჯიშის დროს ლუჩესკუ მუშტებით
გაუმასპინძლდა ერთ მცველს,რომელიც უხეშად ეთამაშა პირლოს.რუმინელმა მცველს
მიაძახა:
–რას აკეთებ,უგუნურო,ეს ხომ მეორე ბაჯოა!
თავად ანდრეას მაშინ ტკივილი ტანჯავდა,მაგრამ დიდებულ ფეხბურთელთან შედარება მისთვის საუკეთესო წამალი იყო იმ მომენტში.
ახალგაზრდა ფეხბურთელი სწრაფად დამკვიდრდა „ბრეშას“
შემადგენლობაში.სპეციალისტები გალგნებულნი იყვნენ იმით თუ რამდენად
მშვიდად და აუღლვებლად ეჭირა თავი მოედანზე პირლოს.1998 წლის ზაფხულში
„ბრეშამ“ ცდუნებას ვერ გაუძლო და ანდრეა მილანის „ინტერს“მიჰყიდა.პირლოს
ყიდვა ნერაძურის მაშინდელმა მწვრთვნელმა ლუიჯი სიმონიმ მიოთხოვა,რომელიც
დიდ იმედებს ამყრებდა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე,ანდრნა პირლოსა და ნიკოლა
ვენტოლაზე.პირლოში იგი ბაჯოს შემცვლელს ხედავდა,რომელიც მაშინ „ინტერში“
თამაშობდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს თავი
„ლივერპულთან“ ამხანაგურ მატჩში.„ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო
მორატი,რომელიც თამაშს ესწრებოდა,დაინტერესდა,რას აფასებდნენ „ლივერპულის“
ბოსები მაიკლ ოუენს,რომლის ვარსკვლავი იმხანად იწყებდა
ამობრწყინებას,რაზეც პასუხად მიიღო 50 მილიონი დოლარიო,მორატის პასუხი არ
დაუყოვნებია–მაშინ ჩვენი პირლო 100 მილიონი ღირებულაო.
მაგრამ „ინტერში“ პირლო ვერ ათამაშდა ,რაც,სხვათა შორის,გასაოცარი
სულაც არ არის.მწვრთვნელების ხშირი ცვლა,მოთამაშეთა გაუთავებელი
როტაცია,სათადარიგოთა სკამზე ჯდომა,ყოველივე ეს ხელს უშლიდა ახალგაზოდა
ფეხბურთელს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენაში.1999 წელს „ინტერის“
სათავეში მოსულმა მარჩელო ლიპიმ კი საერთოდ დაიწუნა ახალგაზრდა
ბრეშიელი.ლიპის უარი არ უთქვამს პირლოს „რეჯინაში“ იჯარით განათხოვრებაზე.
„რეჯინაში“თავდამსხმელად ჩასული პირლო შემტევ ნახევარმცველად
იქცა.„რეჯინას“ მწვრთვნელმა შეამჩნია რომ შეტევაში ანდრეას ბევრი არაფერი
გამოსდიოდა და შესთავაზა უკანდახეულ ფორვარდად ან შემტევ ნახევარმცველად
ეთამაშა.პოზიციის შეცვლამ მასზე კარგად იმოქმედა.გარდა ამისა,ანდრეამ თავი
გამოიჩინა როგორც საჯარიმოების კარგმა შემსრულებელმა.
ანდრეა ისევ დააბრუნეს „ინტერში“,თუმცა იქ მას კვლავ იმედგაცრუება ელოდა.მთავარმა მწვრთვნელმა მარკო ტარდელიმ მას განაჩენი გამოუტანა
–ეს ფეხბურთელი არ მჭირდება–განაცხადა მან და ანდრეა „ბრეშაში“ დააბრუნეს,სადაც მას ბაჯო დახვდა.
„ბრეშას“ მთავარმა მწვრთვნელმა კარლო მაცონემ იგი საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა და არც შემცდარა.
–ანდრეა შესანიშნავად თამაშობდა ბურთის ართმევის დროს სმსწრაფემ და
ფორვარდის აზროვნებამ გაუადვილა მეტოქის მოქმედების გამოცნობა.პირლოს მიერ
ყოველი გადაცემის ჩაჭრა ახალი შეტევის წამოწყებას ნიშნავდა,როგორც
წესი,მეტად სახიფათო შეტევის–იხსენებს მაცონე.
მწვრთვნელს აგრეთვე ძალიან მოეწონა ანდრეას პირადული თვისებები.
–ის ძალიან პუნქტუალურია,ზრდილობიანი მოთამაშეა ,ნაკლებს ლაპარაკობს და ბევრს მოქმედებს–ამბობს კარლო მაცონე.
მაგრამ მალე „ბრეშას“ ფული შემოაკლდა და კლუბმა გადაწყვიტა თავისი
აღზრდილი გაეყიდა.შედგა წინასწარი შეთანხმება „პარმასთან“,რის შემდეგაც
ანდრეა ოჯახთან ერთად სეიშელის კუნძულებზე გაემგზავრა დასასვენებლად.
სწორედ შვებულების დროს დაურეკა „მილანის“ ვიცე–პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ.
–გამარჯობა,ანდრეა,ჩვენს გუნდში ხომ არ ითამაშებდი? თუ მოიფიქრებ დამირეკე–უთხრა გალიანიმ.
შვებულებიდან დაბრუნებული პირლო პირდაპირ „მილანში“
აღმოჩნდა.„ინტერი“,რომელსაც გარკვეული უფლებები ჰქონდა პირლოს
ტრანსფერზე,ამ გარიგების წინააღმდეგ არ წასულა.
„მილანში“ კარლო ანჩელოტის ექსპერიმენტები აღარ დაუწყია,მაშინვე
საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა.სშორედ „მილანში“ ათამაშდა ანდრეა და
თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა.სწორედ აქ შეარქვეს პირლომ თავისი
მეტსახელი კამპანელიტო–ზანზალაკი.
საბოლოოდ „მილანი“ ანდრეასთვის მშობლიურ სახლად იქცა.დღეისთვის ძნელია როსონერის წარმოდგენა ამ მეტად სასარგებლო ფეხბურთელის გარეშე.