სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჟოელ სანტანა მიიჩნევს, რომ ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშების ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც მისი გუნდი ბრაზილიელებთან (0:1) დამარცხდა, შეიძლებოდა ფრედ 0:0 დასრულებულიყო და გამარჯვებულის ვინაობა პენლტების სერიას გაერკვია.ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენი მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ბრაზილიის ნაკრები იყო. ძალიან ამაყი ვარ. თამაში შეიძლებოდა უგოლოდაც დასრულებულიყო, მაგრამ ბრაზილიელებმა საჯარიმოს შესრულებისას ძალიან გონივრულად დააყენეს სამი ფეხბურთელი ცოცხალ კედელში, რამაც ჩვენს მეკარეს ხელი შეუშალა. ასე რომ, ახლა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად კიდევ ერთი წელიწადი გვაქვს, - განაცხადა სამხრეთაფრიკელთა თავკაცმა ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდთან საუბარში.