პარასკევი, 10.10.2025, 13:26
fiorentina vs ac milan
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ტრანსფერები [252]
იტალიის თასი [0]
ჩემპიონთა ლიგა [0]
უეფას თასი [0]
ისტორია [2]
ფორმის ისტორია [1]
ლეგენდები [1]
ტიტულები [1]
ბიოგრაფიები [9]
ჰიმნი [1]
სან სირო [1]
პრეზიდენტები [0]
მწვრთნელები [2]
"მილანელო" [1]
მეკარეები [3]
მცველები [5]
ნახევარმცველები [5]
თავდამსხმელები [3]
ვიდეოარქივი [24]
ფოტოარქივი [6]
სერია A [3]
ქალაქი მილანი [1]
ახალი ამბები [157]

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ივნისი » 26 » ჩემპიონი საჩემპიონო ბრძოლას განაგრძობს
10:50
ჩემპიონი საჩემპიონო ბრძოლას განაგრძობს
მიუხედავად იმისა, რომ კონფედერაციის თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გუშინ ერთმანეთს ამ ტურნირის ყველაზე წარმატებული გუნდი აქამდე უსახელო სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა, კარლოს დუნგას შეგირდებს სატიტულო მატჩამდე მისაღწევად მაინც გვარიანი ოფლისღვრა დასჭირდა. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ სამხრეთ აფრიკელები საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ ერთი დღის წინ, პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, აუტსაიდერად შერაცხულმა გუნდმა ფავორიტის დამარცხება უკვე მოახერხა.<br />კონფედერაციის თასის მოქმედ გამარჯვებულებს რომ იოჰანესბურგში იოლი გასეირნება არ ელოდათ, ეს მატჩის საწყისმა წუთებმა და მთელმა პირველმა ტაიმმა დაამტკიცა. პირველ ნახევარში, ისევე როგორც მთელი შეხვედრის განმავლობაში, გუნდები მეტოქის კარის აღებას ძირითადად შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. პირველი ასეთი დასამახსოვრებელი დარტყმა მეთორმეტე წუთზე განხორციელდა, როდესაც მაიკონი-ფაბიანუს კომბინაციის შემდეგ ბურთი რამირესს მიუვიდა და ახალაგზრდა ნახევამრცველმა ხუნეს მზადყოფნა შეამოწმა. ერთ წუთში სელესაოს ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში უხეიროდ ითამაშეს და ბურთი დაკარგეს, მისმა მომპოვებელმა გაქსამ კი ათიოდე მეტრის გარბენის შემდეგ, შორეული დარტყმით სცადა გოლის გატანა, მაგრამ მიზანმა მცირედით უმტყუნა. 21-ე წუთზე ჟოელ სანტანას გუნდს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი მიეცა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან მოდისეს ჩაწოდებას მაკოენა გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გოლის გატანაში მას ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ჟულიო სეზარის წინ ეულად მდგომ სამხრეთ აფრიკელთა კაპიტანს მიზანმა უმტყუნა. 28-ე წუთზე სეზარის კარში პირველი სახიფათო დარტყმა წავიდა, მაგრამ იტალიური ინტერის კიპერმა კაბალალას შორეული დარტყმულის შემდეგ ბურთს კარში შესვლის საშუალება არ მისცა. ბრაზილიელებს შესვენებამდე ყველაზე კარგი მომენტი 37-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგზე კარგად მოთამაშე კაკა საჯარიმოს მიუახლოვდა, ერთი მცველი ოლად ჩამოიტოვა და მეკარისგან შორეულ კუთხეში სცადა ბურთის გატანა, მაგრამ ცოტათი მარჯვნივ მოუვიდა დარტყმა. ხუთიოდე წუთში პიენაარს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მისი შესანიშნავი შორეული დარტყმის შემდეგ ჟულიო სეზარმა არანაკლები რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ პირველ ტაიმში მასპინძლებს გოლის გატანის მეტი შანსი ჰქონდათ, რაც უმეტესწილად ბრაზილიელთა დაცვის მარცხენა ფლანგის უნიათო გარჯით იყო განპირობებული.სამხრეთ აფრიკელთა უპირატესობით დაიწყო მეორე ტაიმიც და 58-ე წუთზე ჟულიო სეზარს კიდევ ერთხელ მოუხდა საკუთარი გუნდის გოლისგან ხსნა. მოდისეს შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი გზად ლუიზაოს შეხვდა და მიმართულება შეიცვალა, ხოლო სეზარმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და გუნდი ფაქტიურად გაშვებული გოლისგან იხსნა. ამ მომენტის შემდეგ უპირატესობა ხელთ უკვე ბრაზილიელებმა იგდეს, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო მომენტების შექმნას მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები ვერ ახერხებდნენ. შეხვედრაში გარდატეხის შესატანად დუნგამ ის ფეხბურთელი გამოიყენა, რომელიც ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში უხეიროდ გარჯის გამო დაიწუნა და დარჩენილ ორ მატჩში სკამი "ახეხინა". გასული ევროპული სეზონის ტიუმფატორი მცველი, დანი ალვეში, მწვრთნელმა მისთვის არცთუ ჩვეულ პოზიციაზე  მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ განამწესა, მაგრამ 82-ე წუთზე მოედანზე შესულმა ფეხბურთელმა ექვს წუთში დუნგას იმედები გაამართლა. 88-ე წუთზე ზედ სამხრეთ აფრიკელთა საჯარიმოს ხაზზე დანიშნული სტანდარტული მდგომარეობის შესასრულებლად სწორედ ბრაზილიელთა მეცამეტე ნომერი მივიდა და მართალია მეკარისგან დაცულ კუთხეში გაგზავნა ბურთი, მაგრამ ეს იმდენად ზუსტად გააკეთა, რომ გამარჯვების გოლიც გაიტანა. ამ მოგებით კონფედერაციის თასის მოქმედმა გამარჯვებულმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და მეოთხედ გავიდა ამავე ტურნირის ფინალში, რაც აქამდე არავის მოუხერხებია.შეხვედრის საუკეთსო ფეხბურთელად დამარცხებული გუნდის მოთამაშე, სტივენ პიენაარი დასახელდა, რომელმაც კარში სულ ერთხელ დაარტყა და ისიც არაზუსტად. ინგლისური ევერტონის ფეხბურთელმა მატჩის განამვლობაში 51 გადაცემა გააკეთა, რომელთაგან 34 ზუსტი გამოდგა. მის იერ გარბენილი მანძილი კი 11311 მეტრს უდრის, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.<br />ამ მატჩის შემდეგ ორივე გუნდი ძველ ნაცნობებთან შესახვედრად გაეშურა. სამხრეთ აფრიკა 28 ივნისს, თბილისის დროით 17 საათზე ჯგუფურ ეტაპზე მის მძლეველ ესპანეთს შეეჯიბრება მესამე ადგილის დასაკავებლად, ბრაზილია კი იმავე დღეს, 22 საათსა და 30 წუთზე, ასევე ჯგუფში მის მეტოქე ამერიკას სატიტულო შეხვედრაში შეერკინება.

იოჰანესბურგი, ეელის პარკ სთედიუმი 48049
ბრაზილია-სამხრეთ აფრიკა 1:0 (0:0)
ბრაზილია (4-2-2-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ლუიზაო, სანტოსი (ალვეში 82), ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო, რამირესი, კაკა, რობინიო, ლუიშ ფაბიანუ (კლებერსონი 91)
მწვრთნელი: დუნგა
სამხრეთ აფრიკა (4-4-1-1): ხუნე, გაქსა, ბუთი, მოკოენა, მასილელა, დიკგაკოი, მლონგი, პიენაარი, მოდისე (მაშეგო 91), კაბალალა (მფელა 91), პარკერი
მწვრთნელი: ჟოელ სანტანა
გოლი: 1:0 ალვეში 88
გაფრთხილება: ფელიპე მელო (31), სანტოსი (61), ალვეში (88)  მასილელა (45)
მსაჯი: მასიმო ბუზაკა (შვე)
დარტყმა 17 (6)-14 (3); ჯარიმა 14-9; თამაშგარე 2-1; კუთხური5-4; ბურთის ფლობა 54%-46%

ნანახია: 780 | დაამატა: KaPaRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz