| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2009 » ივნისი » 26 » სესკი: "მერამდენედ უნდა გავიმეორო, რომ ვრჩები"
10:42 სესკი: "მერამდენედ უნდა გავიმეორო, რომ ვრჩები" |
| ლონდონის ”არსენალის” კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა კიდევ ერთხელ უარყო ხმები, თითქოს მეთოფეთა შემადგენლობის დატოვებას აპირებს.
”უკვე აღარ ვიცი მერამდენედ ვიმეორებ, რომ მე
”არსენალიდან” არსად წასვლას არ მინდა. მინდა ვუთხრა ხალხს, რომელიც
ათასგვარ ჭორებს ავრცელებენ - მე ვარ ”არსენალის” ნაწილი და ჩემი მომავალი
მხოლოდ ამ დიდებულ კლუბს უკავშირდება. ჩვენ მართლაც დიდი ხანია არაფერი
მოგვიგია, თუმცა ეს ფაქტი უფრო მიძლიერებს სურვილს, რომ კანონირებთან
ერთად რომელიმე დიდ ტიტულს დავეუფლო. ჩემთვის სულერთი არაა ჩემი კლუბი და
დარწმუნებული ვარ წინ ნათელი მომავალი გველის. ამავდროულად მე ვამაყობ
,რომ ვარ მეთოფე, ვამაყობ რომ ვარ გუნდის კაპიტანი, სწორედ ამიტომ ნერვები
მეშლება, როცა უაზრო კომენტარებს ვკითხულობ თითქოსდა სადმე მივდიოდე. ახლა
ჩვენს კლუბში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და დარწმუნებული ვარ შეგვწევს
იმის ძალა, რომ ძველი დიდება დავიბრუნოთ” - გამოუტყდა სესკი მეთოფეთა
ოფიციალურ საიტს.
|
|
კატეგორია: ტრანსფერები |
ნანახია: 713 |
დაამატა: KaPaRo
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|