კომპიუტერული თამაშების მწარმოებელმა კომპანია Konami-მ ანონსი გაუკეთა Pro Evolution Soccer 2010-ის ახალ ვერსიას, რომლის სახეებად ინგლისური ლივერპულის ფორვარდი ფერნანდო ტორესი და ესპანური ბარსელონას; ნახევარმცველი ლეო მესი იქცნენ.ახალ თამაშში, რომელიც მომავალი წლიდან გამოვა, დრიბლინგისა და დარტყმების სისტემა იქნება დახვეწილი. შემქმნელებმა განსაკუთრებულად ოპციის მოდერნიზებაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ფეხბურთის ტაქტიკურ მხარეს ეხება. ფეხბურთელთა ძლიერი მხარეების გამოყენების ეფექტურობა, მოედანზე მათთვის პოზიციის შერჩევაზე იქნება დამოკიდებული. გარდა ამისა, კომპიუტერულ თამაშში დამატებულია ისეთ ტურნირებზე ასპარეზობის შესაძლებლობა, როგორიც ჩემპიონთა და ევროპული ლიგებია. ვირტუალურ მატჩებს კი, კომენტატორები - ჯონ ჩემპიონი და მარკ ლოურენსონი გაახმოვანებენ.