იტალიის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველი იგნაციო აბატე კარიერას მილანში გააგრძელებს.ამის შესახებ მილანის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.22 წლის აბატე მილანის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, მაგრამ როსონერიში დღემდე არც ერთი მატჩი ჩაუტარებია - ის იჯარით ნაპოლიში, სალერნიტანაში, პიაჩენცაში და მოდენაში თამაშობდა, ხოლო 2007 წელს, ემპოლიმ მილანელებისგან მოთამაშის სატრანსფერო უფლებების ნახევარი გამოისყიდა.ერთი წლის შემდეგ, მილანმა ნახევარმცველი დაიბრუნა და აბატეს ტრანსფერის 50 პროცენტი ტორინოს 2,2 მილიონი ევროდ მიჰყიდა. ტურინელთა რიგებში აბატემ იტალიის ჩემპიონატში 27 შეხვედრა გამართა და 2 გოლი გაიტანა.იტალიის მასმედიის ცნობით, მილანს ნახევარმცველის ყიდვა 3,5 მილიონი ევრო დაუჯდა.