ლონდონის არსენალის ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი უკმაყოფილოა იმით, რომ მეთოფეები ტიტულების მოგებას ვერ ახერხებენ, თუმცა, გუნდის დატოვებას მაინც არ აპირებს.ტიტულების არქონა - ეს ისაა, რაც არსენალში ყველაზე მეტ დისკომფორტს მიქმნის. მანჩესტერის დატოვებისას რონალდუმ აღნიშნა, რომ რეალში იმ ყველაფრის დასაუფლებლად გადადის, რაც კი შესაძლებელია. მე კი საწინააღმდეგო სიტუაციაში ვიმყოფები. წლეულს გამარჯვებისთვის ძალისხმევას არ ვიშურებდით, მაგრამ იმ დონეს ვერ მივაღწიეთ, რომელსაც არსენალისგან ელიან. კარგია, როდესაც იგებ, მაგრამ როდესაც ტიტულები არ გაქვს, განწყობა ძლიერ გიფუჭდება. უკვე 4 წელია, რაც ტიტულებს ველით, რათა საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნოთ. თუ გუნდიდან წასვლის სურვილი გამიჩნდება, ამის შესახებ მწვრთნელს პირდაპირ ვეტყვი. არსენ ვენგერით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ საკუთარი ინტერესები ყოველმა ადამიანმა უნდა დაიცვას. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი მხარს დამიჭერდა რეალში რომ გადავსულიყავი, - ავრცელებს ფაბრეგასის კომენტარსThe Sun-ი.