იტალიურმა გამომცემლობა - Il Giornale-მ გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო სტატია. სტატისტიკოსთა ჯგუფი სახელად Virtualclass აგერ უკვე მერამდენე წელია სეზონის შემდეგ აქვეყნებს თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონი, თუ . . . ანუ რომ არ დანიშნულიყო თერთმეტმეტრიანი, ან პირიქით, მსაჯების შეცდომები. თამაშგარეები რომ არ ყოფილიყო დაფიქსირებული, ან . . . მოკლედ ეს ჯგუფი დეტალებში იხილავს თითოეულ მატჩს და მთელი სეზონის განხილვის შემდეგ შედეგები ასეთია: რომ არა მსაჯების შეცდომები ინტერი ჩემპიონი ვერ გახდებოდა, მეტიც ამ შედეგბით ინტერმა 11 ქულა ზედმეტად აიღო. მილანს კი დააკლდა 8 ქულა. ხოლო იუვენტუსს კი დააკლდა 4 ქულა.
სეზონის ბოლოს ცხრილი ასე გამოიყურებოდა:
ინტერი 84 ქულა
იუვენტუსი 74 ქულა
მილანი 74 ქულა
ფიორენტინა 68 ქულა
ამ შეცდობის აღმოფხვრა რომ შეიძლებოდეს, მაშინ ცხრილი ასე იქნებოდა:
მილანი 82 ქულა
იუვენტუსი 78 ქულა
ფიორენტინა 75 ქულა
ინტერი 73 ქულა
სერია ა-ში სერიოზული პრობლემებია მსაჯების და ამას სჭირდება აღმოფხვრა.