| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2009 » ივნისი » 24 » ფაბიანუ 25 მილიონი ღირს
20:38 ფაბიანუ 25 მილიონი ღირს |
| ესპანური სევილიას თავდამსხმელ ლუიშ ფაბიანუს აგენტი ხოსე ფუენტესი მიიჩნევს, რომ მისი კლიენტის შეძენის შემთხვევაში, იტალიურ მილანს 25 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. კონტრაქტის თანახმად, ფაბიანუმ კიდევ 2 წელიწადი უნდა დაჰყოს სევილიაში, ხოლო მისი გამოსყიდვის ფასი 25 მილიონი ევროა. თუ ღიად ვისაუბრებთ, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მხოლოდ 4-5 კლუბს შეუძლია ასეთი ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელება. ლუიშ ფაბიანუს შეძენით დაინტერესებულმა სევილიას უნდა მიმართოს. შემდეგ მეც ჩავერევი და გადავწყვეტ, შესაძლებელი იქნება თუ არა შეთანხმება. რაც შეეხება მილანში მის გადასვლას, ერთია თავად ფეხბურთელის გარკვეულ გუნდში თამაშის სურვილი და სულ სხვაა კლუბის გადაწყვეტილება. მადრიდის რეალმა კაკას შეძენა მოისურვა და თავისას მიაღწია კიდეც, - ამბობს ფუენტესი, რომლის კომენტარსაც Channel4 ავრცელებს.
|
|
კატეგორია: ტრანსფერები |
ნანახია: 703 |
დაამატა: KaPaRo
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|