პარასკევი, 10.10.2025, 13:29
fiorentina vs ac milan
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ტრანსფერები [252]
იტალიის თასი [0]
ჩემპიონთა ლიგა [0]
უეფას თასი [0]
ისტორია [2]
ფორმის ისტორია [1]
ლეგენდები [1]
ტიტულები [1]
ბიოგრაფიები [9]
ჰიმნი [1]
სან სირო [1]
პრეზიდენტები [0]
მწვრთნელები [2]
"მილანელო" [1]
მეკარეები [3]
მცველები [5]
ნახევარმცველები [5]
თავდამსხმელები [3]
ვიდეოარქივი [24]
ფოტოარქივი [6]
სერია A [3]
ქალაქი მილანი [1]
ახალი ამბები [157]

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ივნისი » 22 » რინო გატუზოს ბიოგრაფია
11:18
რინო გატუზოს ბიოგრაფია

რინო გატუზო არის კორილიანო კალაბროდან,აქ ყველა თავს თევზის ჭერით ირჩენს.ამ ქალაქთან ძალიან ახლოს გაიზარდნენ იტალიის ნაკრების წევრები პეროტა და იაკინტა.ამ სამი ფეხბურთელი ბედი ძალიან წააგავს ერთმანეთს-სამივე ფეხბურთელი ვალდებული იყო მიეღწიათ დიდ ფეხბურთამდე,ნულიდან.პეროტამ კი,როგორც გატუზომ,სახლი ახალგაზრდობაში დატოვა.
გატუზოს ოჯახი არ იყო განებივრებული-მამა თამაშობდა ფეხბურთს მოყვარულებს შორის,ისე კი პროფესიით დურგალი იყო,მაგრამ კალჩოს სიყვარული არასდროს განელებია.აი რა განაცხადა გატუზომ ერთ-ერთ მის ინტერვიუში:  “პირველი ბურთი და ფორმა მე მივიღე მხოლოდ 4 წლისას,მართალია მე არ ვიცოდი ეს ვისი ფორმა იყო,მაგრამ არასდროს დავშორებივარ”
გატუზომ ერთი ისტორია მოყვა,რომლოდანაც ჩანს,როგორ უყვარდა მას ფეხბურთი.როგორც გითხარით გატუზო მდიდარ ოჯახში არ იზრდებოდა და ჯენაროსთვის ბუცების ფულიც კი არ ქონდათ,პატარა რინომ გადაწყვიტა ფულის შოვნა.ამისათვის ის აცდენდა სკოლას და ცდილობდა გაეჩერებინა მანქანა რათა მას წაეყვანა ქალაქში.ერთხელ მანქანამ გააჩერა,ჯენარო მივიდა კართან და დაინახა მამამისი!ის ისეთი სცემეს რომ…მოკლედ,რინოს მას მერე სკოლა არ გაუცდენია.

რიინოოოოო!!!
რამის სწავლა კარილანო კალაბროში შეუძლებელი იყო.ფეხბურთის თვალსაზრისით კი ერთადერთი ადგილი, სადაც რინო შეიძლება გაზრდილიყო,სანაპირო იყო სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ.მაგრამ რინომ ეს ეტაპი უკვე 12 წლისას გადაიტანა,როცა გადავიდა უმბრიაში,პერუჯის სკოლაში.აქ მან ზრდა დაიწყო ძალიან სწრაფად.როცა რინო გამოსცადეს და დააკვირდნენ,იგი იქნა ჩარიცხული,ალევის ახალგაზრდულ გუნდში.16 წლისას მას უკვე ქონდა დებიუტი სერია ბ ში,17-სერია ა ში(ბოლონიაში თამაშზე მამამისი ესწრწბოდა).იმ დროს ის ასევე მონაწილეობდა თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე,ხოლო 1997-ში გახდა პრიმავერას საუკეთესო ფეხბურთელი.არც ისე ცუდია, არა?შეიძლება ითქვას გატუზომ ის პირობა შეასრულა,რომელიც მშობლებს და მეგობრებს მისცა-მე არ დავბრუნდები, სანამ რამე მნიშვნელოვანს არ მივაღწევ. მიღწევა კი მხოლოდ ახლა იწყებოდა.სეზონის ბოლოს პერუჯას რეინჯერსმა მიმართა.შოტლანდიელების მწრთვნელი უოლტერ სმიტი არა მარტო პერსპექტივას უწინასწარმეტყველებდა რინოს,არამედ ძირითადში ადგილსაც პირდებოდა.და მწრთვნელმაც სიტყვა შეასრულა-რინო თამაშობდა ძირითადში,მისი ფანების რიცხვი გლასგოში უფრო და უფრო იზრდებოდა,და მას იქ მეტსახელად “მამაცი გული” დაარქვეს. “როგორც კი მე ბურთს მივიღებდი,ისინი ყვიროდნენ:რაინოოო! რაინოოო!” ჯენაროს გლაზგოსთან ბევრი კარგი მოგონება აკავშირებს, მან აქ გაიტანა შვიდი გოლი ჩემპიონატში-აბსოლიტური რეკორდი გატუზოსთვის. ამას გარდა რინო შოტლანდიაში შეხვდა თავის მომავალ საცოლეს,მონიკას. მისი მშობლები ფლობდნენ ლა როტონდას,იტალიურ რესტორანს გლაზგოს ცენტრში, სადაც გატუზო ხშირად დადიოდა.მარიო და პინა, ასე ერქვათ მონიკას მშობლებს,მათ ჯენაროსთან ძალიან კარგი ურთიერთობდა ქონდათ.მონიკა სწავლობდა იტალიაში, ამიტომ რინოს მის შესახებ მონიკას მშობლებისგან ესმოდა ცნობები, მაგრამ როცა მათ ერთმანეთი გაიცნეს,ჯენარო მიხვდა რომ მარიო და პინა არ აჭარბებდნენ.რამოდენიმე ხანი მონიკა და გატუზო საიდუმლოდ ინახავდნენ , მათ შეხვედრას,მაგრამ მალე სიმართლე გაირკვა.წყვილი შესანიშნავად ისვენებდა კალაბრიაში. დასვენებიდან დაბრუნებულ ჯენაროს რეინჯერსში ცუდი ამბები დახვდა-უოლტერ სმიტი ევერტონში წავიდა,ხოლი მის ადგილას დიკ ადვოკაატი მოსულიყო.ახალმა მწრთვნელმა გატუზო მარცხენა მცველად განაწესა,რინო გაკვირვებული იყო,მაგრამ ის უფრო აღშფოტდა როცა გაიგო,რომ ასე მთელი სეზონი გაგრძელლდებოდა.

პირველი კაცი სალერნიტანაში
რინო მიხვდა,რომ შოტლანდიიდან უნდა წასულიყო.კარგი ვარიანტები იყო პრემიერ ლიგაში,მაგრამ გატუზო იტალიაზე იყო მონატრებული და მან თხოვა თავის ახალ აგენტს,ანდრეა დამიკოს, რომ მოეძებნა გუნდი სერია ა-ში და წინადადებამაც არ დააყოვნა,თან არც ისე ცუდმა-გატუზო გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი სალერნიტანას ისტორიაშო. საყურადღებოა,რომ რინომ გლაზგოდან წასვლის დროს პირობა დადო,რომ რეინჯერსში დაბრუნდებოდა.ამ ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ჯენაროს რეინჯერსში იწვევენ,მაგრამ რინო ასეთ საუბრებზე ერთი და იგივე კომენტარს აკეთებს:?მე კონტრაქტი მაქ მილანთან 2011 წლამდე.
როცა გატუზო გადავიდა სალერნოში,ცოლიც თან გაიყოლა.მონიკამ მიატოვა უნივერსიტეტი თავისი სიყვარულის გამო,რომლისთვისაც ის სეზონი არც თუ ისე კარგი გამოდგა.რინომ იცოდა,რომ მასზე სალერნიტანაში,როგორც ვარსკვლავზე,ამყარებდნენ იმედებს,ის ძალიან ეცადა,მაგრამ ვერ მოახერხა გადაერჩინა გუნდი სერია ადან გავარდნისგან.სალერნიტანას პრეზიდენტს სინიორ ალიბერტის,უკვე თითქმის შეთანხმებული ქონდა რომასთან,რომ რინო დედაქალაქურ კლუბში ითამაშებდა,მაგრამ პრეზიდენტმა გაითვალისწინდა ჯენაროს სურვილი,მას მილანში სურდა.გატუზო მილანში რუბენ ბურიანიმ მოქწყო,რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა გალიანისთან.

?როსონერი?
როსონერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთ იტალიურ გამოთქმას,ატაკამენტო ალია მაგლია,სიტყვასიტყვით ეს ასე ითარგმნება:?ფორმას მიწებებული?.მილანი ყოველთვის იყო გუნდი,თავისებური პოლიტიკით.ზოგჯერ მართლა ჩანს, რომ თითქოს,ზოგი ფეხბურთელი ,უბრალოდ ?მიწებებულია? მილანთან და მისის მოშორება შეუძლებელია.მაგალითად,ბილი კოსტაკურტა,უკვე რამდენიმე წელია იგი მილანში თამაშობდა და თავი არაფრით გამოუჩენია და არც დიდი სარგებელი მოუტანია მილანისთვის,მაგრამ გუნდში დატოვეს.თუნდაც ეს შემთხვევა შევადაროთ ინტერის შემთხვევას,რომლებიც სეზონის დამთავრების შემდეგ უშვებენ იმ ფეხბურთელებს,რომლებმაც ცუდად ითამაშეს და მოყავთ ახალი ვარსკვლავები.ამასთან შეიძლება გაშვებულთა რიცხვში ვეტერანები მოხვდნენ,მაგალითად ხავიერ ძანეტი,რომელიც გასულ სატრანსფერო ბაზარზე,კინაღამ გუნდიდან წავიდა,მილანში ასეთი რამ არასდროს მომხდარა და ალბათ არც მოხდება.
მილანში ხომ ბევრს პატიობენ.1999-ში მილანში ორი ახალწვეული:გატუზო და შევჩენკო ამას მალე მიხვდნენ. “პირველად ტურატის ქუჩაზე გავიარე,შემდეგ მილანელოში და დავათვალიერე მუზეუმი, როცა შევხედე სურათებს და თასებს, მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მე აქ გავიცანი ფეხბურთელები, რომლებიც ითვლებიან ლეგენდებად:პაოლო მალდინი, სებოი როსი და დემეტრიო ალბერტინი. მე მომინდა მათ შორის ერთ-ერთი გავმხდარიყავი”
პირველი სეზონი გამოვიდა წარმატებული. მილანმა მერამდენეჯერ დაამტკიცა, რომ ფულს ტრანსფერებში ტყუილა არ ყრის:შევჩენკო გახდა სერია ა-ს ბომბარდრი,ხოლო რინო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი. იმ სეზონში მან გაიტანა ერთი გოლი,პირველი მილანსა და სერია ა-ში, და იმ თამაშში სხვათა შორის, ორი საგოლე პასიც გააკეთა-ბირჰოფს და შევჩენკოს!
ამ რამოდენიმე წელიწადში მილანის მანქანა მუშაობდა მთელი ძალით.შავ-წითლების ნახევარდაცვა,როგორც იქნა გახდა ისეთი,რომლის შეჩერებაც შეუძლებელია:ანდრეა პირლოს გადაცემები,კაკას სისწრაფე და ტექნიკა,გამოცდილება და კლასი ზეედორფისა და რათქმაუნდა რინო გატუზოს გაღვივებული გრძნობა ბრძოლისა.
ბოლო 5 წელი გუნდისთვის და გატუზოსთვის მართლაც დაუვიწყარია-3 ფინალი და 2 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე,გამარჯვება მუნდიალზე სკუადრა აზურას რიგებში.გატუზოს შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა ის რომ იგი შეიყვანეს იმ ფეხბურთელების სიაში,რომლებმაც შეიძლება ოქროს ბურთი მიიღონ.ჯენარო გატუზო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინასთან,საუკეთესო ფეხბურთელად დასახხელდა!

წინ ბიჭებო
მილანში ჯენარო ჩამოყალიბდა არამარტო ფეხბურთელად არამედ კაცადაც. არ შეილება არ მოგითხროთ ჯენაროს ფონდის “ფორცა რაგაცის” შესახებ, რომელიც რინომ ჩამოაყალიბა, ღარიბი იტალიელი ბავშვების დასახმარებლად: “ეს ხალხი,ცხოვრობს 1000 კილომეტრით შორს იქიდან სადაც მე ვცხოვრობ,მაგრამ 100 მეტრის დაშორებით სადაც მე დავიბადე. მე უბრალოდ მინდა დავეხმარო მათ ვისაც ჩემზე ნაკლებად გაუმართლა.”
ფონდი გაიხსნა 2003 წელს და უკვე მოიტანა,რამდენიმე სარგებელი. პირველ რიგში გაიხსნა საფეხბურთო სკოლა გატუზოს მშობლიურ კორილიანი კალაბროში. აქ ვარჯიშობენ ბავშვები,რომლებსაც არ აქვთ ფული იმისათვის რომ კარგი განათლება მიიღონ.
“ზოგჯერ მე ვიხსენებ მატჩზებს, რომლებიც ვითამაშე სანაპიროზე ,ქალაქში სადაც 15000 ადამიანი ცხოვრობდა,ვიხსენებ გულშემატკივრებს სან სიროზე და აირბოქსზე. მე ამ მომენტებს ვიხსენებ, როგორც მსოფლი ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის და სუპერთასის გამარჯევბული… გალიანი მართალი იყო-ესეთი რამეები, მხოლოდ მილანში ხდება.”

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 911 | დაამატა: KaPaRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz