პარასკევი, 10.10.2025, 13:27
fiorentina vs ac milan
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ტრანსფერები [252]
იტალიის თასი [0]
ჩემპიონთა ლიგა [0]
უეფას თასი [0]
ისტორია [2]
ფორმის ისტორია [1]
ლეგენდები [1]
ტიტულები [1]
ბიოგრაფიები [9]
ჰიმნი [1]
სან სირო [1]
პრეზიდენტები [0]
მწვრთნელები [2]
"მილანელო" [1]
მეკარეები [3]
მცველები [5]
ნახევარმცველები [5]
თავდამსხმელები [3]
ვიდეოარქივი [24]
ფოტოარქივი [6]
სერია A [3]
ქალაქი მილანი [1]
ახალი ამბები [157]

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ივნისი » 22 » მსოფლიოს ჩემპიონი სამარცხვინოდ გვემშვიდობება
10:34
მსოფლიოს ჩემპიონი სამარცხვინოდ გვემშვიდობება
კონფედერაციის თასის B ჯგუფის პირველი ტურის შემდეგ თითქოს ყველაფერი ლოგიკურად იყო და ფავორიტები ნახევარფინალში გასვლასთან ახლოს იყვნენ. მეორე ტურმა ჯგუფში სიტუაცია მნიშვნელოვნად არია და დიდი შანსი გაჩნდა, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ბობოლა ნაკრები ჯგუფში ჩარჩენილიყო. მართალია, მესამე ტურის წინ თეორიული შანსი იყო იმისა, რომ ამერიკელები ჯგუფიდან გასულიყვნენ, ხოლო ბრაზილიელები ნახევარფინალს მიღმა დარჩენილიყვნენ, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც იყო  იტალია, თუ ეგვიპტე? როგორც ჯგუფური ეტაპის დასკვნითმა ტურმა აჩვენა, არც იტალია და არც ეგვიპტე  ამერიკა.თუ გუნდების დონეს გავითვალისწინებთ, ცენტრალურ მატჩად შეგვეძლო იტალიის და ბრაზილიის შეხვედრა მიგვეჩნია, მაგრამ მნიშვნელობით არც აფრიკელთა და ჩრდილოეთ ამერიკელთა მატჩი ჩამოუვარდებოდა. მსოფლიოს ჩემპიონატების ყველაზე წარმატებული გუნდის და მოქმედი ჩემპიონის შეხვედრაში უპირატესობა თავიდან იტალიელებმა იგდეს ხელთ და ჟულიო სეზარის კართან რამდენიმე სახიფათო იერიში მიიტანეს. ბრაზილიელები მალე მოეგნენ გონს და ფაქტიურად პირველივე შეტევა კინაღამ გოლად აქციეს, მაგრამ კარგ პოზიციაში მყოფი რამირესის დარტყმულის შემდეგ ბურთი ბუფონის კარის ძელმა აისხლიტა. იტალიელებმა პირველი ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორეული დარტყმით კამორანეზი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ კი ბუფონის კართან ბრაზილიელებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს. 31-ე წუთზე ლუიშ ფაბიანუს თავური იტალიელთა კარს მცირე მანძილით აცდა, 33-ე და 34-ე წუთებზე ლუსიომ შექმნა მეტოქის კართან ორი ძალზედ სახიფათო მომენტი, მაგრამ ერთ ეპიზოდში ბუფონმა იხსნა კარი, მეორეში კი კვლავ ძელმა. 37-ე წუთიდან მოყოლებული, ტაიმის ბოლომდე, ბრაზილიელთა შეტევებს უკვე ვეღარც ძელი უმკლავდებოდა და ვეღარც მეკარე. ჯერ იყო და მაიკონის შორეულ დარტყმას კარამდე მიღწევის საშუალება არ მისცა ლუიშ ფაბიანუმ, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში შეაჩერა და ეულად მდგომმა გახსნა ანგარიში. 43-ე წუთზე ლუიშ ფაბიანუმ მოედნის ცენტრიდან კონტრშეტევა წამოიწყო და რობინიოს უპასა. ამ უკანასკნელმა მეტოქის საჯარიმომდე იარა და კაკასთან კედლის გათამაშება სცადა და მართალია ბოლო მომენტში ბურთს ვეღარ შეწვდა, მაგრამ დე როსის შეცდომის შემდეგ ბურთი კვლავ ლუიშ ფაბიანუსთან მივიდა და სევილიას თავდამსხმელსაც დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია. ორ წუთში ბრაზილიელებმა კიდევ ერთხელ დაიჭირეს მეტოქე კონტრშეტევაზე, რომლის დროსაც კაკამ კარგი გადაცემით რობინიო მოძებნა, ამ უკანასკნელმა კვლავ საჯარიმომდე ირბინა და მარტო მდგომი რამირესისთვის გადაწყვიტა გადაცემის გაკეთება, მაგრამ საქმეში დოსენა ჩაერთო და 22 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველს პირველი სანაკრებო გოლის გატანა არ დააცადა, სამაგიეროდ თავად შეაგორა ბურთი საკუთარ კარში.მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. თამაშის ტემპი მნიშვნელოვნად დავარდა და იტალიელებმა სცადეს გააქტიურება. თამაშის ტემპმა კვლავ 65-ე წუთიდან იმატა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს სეზარის კართან და ბრაზილიელთაგანაც საპასუხო რეაქცია მიიღეს, მაგრამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და ეს მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს ნახევარფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი ბურთის გატანა სჭრიდებოდათ. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლუიშ ფაბიანუ დასახელდა, რომელმაც გატანილი ორი გოლის გარდა კარში კიდევ ერთხელ დაარტყა, თუმცა ამჯერად არაზუსტად.პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში წესით პირველ ნომრად ეგვიპტეს უნდა ეთამაშა, რადგან ნახევარფინალში გასვლის მეტი შანსი სწორედ აფრიკის ჩემპიონებს ჰქონდათ. ამერიკის შანსი კი თეორიულს არ ცდებოდა და ბობ ბრედლის გუნდის მიერ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში ის მცირე სასწაული უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა კიდეც.შეხვედრის პირველ ტაიმში, ისევე როგორც მთელი მატჩის განმავლობაში, თვალსაჩინო უპირატესობას ამერიკელი ფეხბურთელები ფლობდნენ და დამსახურებულადაც მოიპოვეს სასურველი ანგარიშით გამარჯვება. ანგარიში 21-ე წუთზე დევისმა გახსნა, რომელმაც ეგვიპტელთა საჯარიმოში მეტოქის მეკარესთან და ორ მცველთან იჭიდავა და ბურთი კარში ფაქტიურად ძალით შეტენა. შესვენებამდე მეტი გოლი აღარ გასულა, მის შემდეგ კი ელ ჰადარის იმდენჯერ მოუწია საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა, რამდენიც ეგვიპტის ჯგუფში ჩარჩენისთვის იყო საკმარისი. 63-ე წუთზე მაიკლ ბრედლიმ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, საჯარიმომდე იარა, დონოვანთან კარგად გაითამაშა კედელი და ერთი შეხებით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. მიუხედავად ამ ანგარიშისა, ორივე შეხვედრაში დაფიქისრებული შედეგების მიხედვით, შემდეგ ეტაპზე მაინც ეგვიპტელები გადიოდნენ. მაგრამ რვა წუთში მარჯვენა ფლანგიდან კლარკის მიერ მეტოქის საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებას დემპსი გამოეხმაურა და თავური დარტყმით ის ანგარიში დააფიქსირა, რომელმაც საბოლოოდ იტალია და ეგვიპტე უკან მოიტოვა და ნახევარფინალში ესპანეთთან სათამაშოდ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გაუშვა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კლინტ დემპსი დასახელდა, რომელმაც გატანილი გოლის გარდა ეგვიპტელთა კარის მიმართულებით კიდევ ორჯერ დაარტყა და აქედან ერთხელ არაზუსტად.პრეტორია, ლოფტუს ვერსფელდ სთედიუმი 41195იტალია-ბრაზილია 0:3 (0:3)ტალია (4-3-2-1): ბუფონი, ძამბროტა, კანავარო, კიელინი, დოსენა, დე როსი, მონტოლივო (პეპე 46), პირლო, კამორანეზი, იაკინტა (როსი 38), ტონი (ჯილარდინო 57);მწვრთნელი: მარჩელო ლიპი. ბრაზილია (4-3-1-2): სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ჟუანი (ლუიზაო 24), სანტოსი, ჟ. სილვა (კლებერსონი 84), რამირესი (ჟოსუე 86), ფელიპე მელო, კაკა, რობინიო, ლუიშ ფაბიანუ.მწვრთნელი: დუნგა.გოლები: 0:1 ლუიშ ფაბიანუ 37, 0:2 უიშ ფაბიანუ 43, 0:3 დოსენა 45 (ს.კ.);გაფრთხილება: კიელინი (49), დოსენა (81)მსაჯი: ბენიტო არჩუნდია (მექ)დარტყმა 18 (6)-20 (6); ჯარიმა 13-12; თამაშგარე 1-5; კუთხური 7-6; ბურთის ფლობა 45%-55%რუსტენბურგი, როიალ ბაკოფენგ სთედიუმი 23140 ეგვიპტე-აშშ 0:3 (0:1);ეგვიპტე (4-3-1-2): ელ ჰადარი, ფათი (საიდი 56), ჰანი, გომა, ფარაგი, ელმოჰამადი, შავკი, ჰოსნი, აბუტრიკა, აბდელგანი (აბო გრიშა 62), ეიდი (ჰასანი 50)მწვრთნელი: ჰასან შეატა;აშშ (4-2-2-2): გუზანი, სპექტორი, ონიევუ, დემერიტი, ბორნსტეინი, ბრედლი, კლარკი, დემპსი, დონოვანი, დევისი (კასეი 82), ალტიდორე (ფეილჰაბერი 69);მწვრთნელი: ბობ ბრედლი;გოლები: 0:1 დევისი 21, 0:2 ბრედლი 63, 0:3 დემპსი 71;გაფრთხილება: ელმუჰამადი (83)  სპექტორი (38), ბრედლი (49)მსაჯი: მაიკლ ჰესტერი (ზელ);დარტყმა 13 (5)-16 (10); ჯარიმა 9-12; თამაშგარე 5-0; კუთხური 8-1; ბურთის ფლობა 53%-47%

ნახევარფინალები:
24 ივნისი - ესპანეთი-აშშ
25 ივნისი - ბრაზილია-სამხრეთ აფრიკა

ნანახია: 758 | დაამატა: KaPaRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz