პარასკევი, 10.10.2025, 13:31
fiorentina vs ac milan
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ტრანსფერები [252]
იტალიის თასი [0]
ჩემპიონთა ლიგა [0]
უეფას თასი [0]
ისტორია [2]
ფორმის ისტორია [1]
ლეგენდები [1]
ტიტულები [1]
ბიოგრაფიები [9]
ჰიმნი [1]
სან სირო [1]
პრეზიდენტები [0]
მწვრთნელები [2]
"მილანელო" [1]
მეკარეები [3]
მცველები [5]
ნახევარმცველები [5]
თავდამსხმელები [3]
ვიდეოარქივი [24]
ფოტოარქივი [6]
სერია A [3]
ქალაქი მილანი [1]
ახალი ამბები [157]

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ივნისი » 21 » მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიის და ეგვიპტის მარწუხებში
12:14
მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიის და ეგვიპტის მარწუხებში
დღეს კონფედერაციის თასზე იმ ორი გუნდის ვინაობა გაირკვევა, რომლებიც ნახევარფინალურ ეტაპს შეავსებენ. პირველი ტურის შემდეგ B ჯგუფში თითქოს ყველაფერი ლოგიკურად იყო, მაგრამ იტალიის სენსაციურმა მარცხმა სიტუაცია მნიშვნელოვნად არია.იტალია-ბრაზილია ტურისა და მთელი ჯგუფური ეტაპის ცენტრალურ შეხვედრას სამხრეთ აფრიკის დედაქალაქი, პრეტორია უმასპინძლებს. კონფედერაციის თასის ყველაზე წარმატებულ გუნდსა და ამავე ტურნირის დებიუტანტს შორის გამართულ შეხვედრაში უნდა გადაწყდეს, რომელი მათგანი გავა ნახევარფინალში. ხოლო დღის მეორე შეხვედრაში წყდება, გავლენ თუ არა შემდეგ ეტაპზე იტალიაც და ბრაზილიაც. იმისთვის, რომ იტალიამ მშვიდად მოახერხოს ნახევარფინალში გასვლა, დღეს მსოფლიოს ჩემპიონებმა ბრაზილიელები მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით უნდა დაამარცხონ. თუ მარჩელო ლიპის გუნდმა ამის გაკეთება მოახერხა, მაშინ იგი აუცილებლად ითამაშებს ფლეი-ოფში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი,სკუადრა აძურა ეგვიპტესა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გასამართი მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული. გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ბრაზილია, რომელსაც მოგება და ფრე ჯგუფში პირველ ადგილს უნაღდებს, ხოლო ერთი ბურთით წაგება მინიმუმ მეორე ადგილს.სადაც კი ფეხბურთის ბურთი გაგორებულა, ბრაზილიას იტალიასთან ურთიერთდაპირისპირებებში ყველგან აქვს უპირატესობა. გუნდები ერთმანეთს აქამდე ცამეტჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ექვსჯერ ბრაზილიამ იმარჯვა, ხუთჯერ იტალიამ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდებაშიც მცირე უპირატესობა სამხრეთF ამერიკელებს აქვთ - 21:19. გარდა ამისა, ბრაზილიას იტალიასთან უპირატესობა აქვს ასაკობრივ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრებში, ფუტზალში, პლაჟისა და ქალთა ფეხბურთშიც. უკანასკნელად გუნდები ერთმანეთს მიმდინარე წლის 10 თებერვალს დაუპირისპირდნენ - ლონდონში გამართული ამხანაგური შეხვედრა სელესაოს გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.ეგვიპტესთან შეხვედრის წარუმატებლად ჩატარების შემდეგ, სავარაუდოდ, ლიპი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნებს ალბერტო ჯილარდინოს, რომელსაც პარტნიორობას შეტევაში იაკინტა და როსი გაუწევენ. რაც შეეხება ბრაზილიას, ;სელესაოს შეტევის ხაზში ცვლილებები არ იგეგმება. სამაგიროდ მოსალოდნელია დაცვაში იტალიური რომას მცველის, ჟუანის დაბრუნება. არსანიშნავია ისიც, რომ თუკი დღეს ფაბიო კანავაროს მოედანზე გამოსვლის საშუალება მიეცემა, მაშინ იგი იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით 126-ე შეხვედრას ჩაატარებს და ამ მხრივ რეკორდსმენ პაოლო მალდინის გაუთანაბრდება.ბრაზილიელთა რიგებში მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებიც იტალიურ ფეხბურთს კარგად იცნობენ. ჟულიო სეზარი და მაიკონი იტალიის ჩემპიონის, ინტერის; წევრები არიან, ჟუანი და ბაპტიშტა ;რომაში ასპარეზობენ, ფელიპე მელო ფიორენტინაში, პატო მილანში, ხოლო კაკამ ახლახანს დატოვა "როსონერის" რიგები.სავარაუდო შემადნგელობები იტალია:ბუფონი, ძამბროტა, კანავარო, კიელინი, გროსო, გატუზო, პირლო, დე როსი, როსი, ჯილარდინო, იაკვინტა.ბრაზილია: სეზარი, ალვეში, ლუსიო, ჟუანი, კლებერი, ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო, ელანო, კაკა, რობინიო, ლუიშ ფაბიანო.ეგვიპტე-აშშ რაც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებების ბედი აფრიკის ჩემპიონის, ეგვიპტის ხელშია. იმ შემთხვევაში, თუ ეგვიპტელებმა ამერიკასთან ისტორიაში პირველ შეხვედრაში სამი ბურთის სხვაობით გამარჯვება მოახერხეს, თავად აუცილებლად გავლენ შემდეგ ეტაპზე და გათამაშების ფავორიტთაგან ერთ-ერთს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებენ. ხოლო თუ ჰასან შეატას გუნდმა ორი ან ნაკლები ბურთის სხვაობით იმარჯვა, შემდეგ ეტაპზე გასვლის მაინც საკმაოდ დიდი შანსი ექნება. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბობ ბრედლის გუნდს ნახევარფინალში თამაშის მხოლოდ თეორიული შანსიღა შერჩა. იმისთვის, რომ ამერიკელებმა ჯგუფური ეტაპი დაძლიონ, ეგვიპტე მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით უნდა დაამარცხონ და ამავე დროს ბრაზილიის დამაჯერებელ გამარჯვებასაც ელოდნენ.ეგვიპტელებს შემადგენლობასთან დაკავშირებით დღეს პრობლემები არ ექნებათ, ამერიკელებს კი დისკვალიფიცირებული საშა კლიესტანის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა.სავარაუდო შემადგენლობებ ეგვიპტე: ელ ჰადარი, ფათი, საიდი, ჰანი, გომა, მოავადი, აბუტრიკა, შავკი, ჰოსნი, ჰომოსი, ზიდანი. აშშ:ჰოვარდი, სპექტორი, ონიევუ, დემერიტი, ბონსტეინი, ბრედლი, ფეილჰაბერი, ბისლი, დემპსი, ალტიდორე, დონოვანი.
ნანახია: 732 | დაამატა: KaPaRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz