ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კარლოს დუნგას თქმით, ბოლო პერიოდში გუნდში ასეთი კარგი ატმოსფერო არ ყოფილა როგორიც ამჟამადაა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები, კონფედერაციის თასზე იტალიასთან გასამართი მატჩისთვის სერიოზულად ემზადებიან.იტალია მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და ამიტომ, პატივისცემას იმსახურებს. მეტოქე ჩვენთან სათამაშოდ მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებული გამოვა, მითუმეტეს, რომ სკუადრა აძურასთვის მსგავსი მატჩების ჩატარება უცხო ნამდვილად არ არის. ბრაზილიის ნაკრებში ჯერ არ ყოფილა ასეთი კარგი ატმოსფერო, როგორიც დღესდღეობითაა. ვგრძნობ, რომ ამ გუნდზე დაყრდნობა შემიძლია, რაც მოედანზეც ჩანს-აღნიშნა დუნგამ.ბრაზილიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა კაკამ განაცხადა, რომ მომავალ შეხვედრას გუნდი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება: მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. შევეცდებით იტალიელები დავამარცხოთ და სახლში დროზე ადრე გაუშვათ. ძალიან კარგი იქნება ეს თუ მოვახერხეთ. იტალიის ნაკრების შეუფასებლობა არ შეიძლება. გაიხსენეთ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სკუადრა აძურას რა სუსტი სტარტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ოქროს მედლები მოიგო.