პარასკევი, 10.10.2025, 13:29
fiorentina vs ac milan
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ტრანსფერები [252]
იტალიის თასი [0]
ჩემპიონთა ლიგა [0]
უეფას თასი [0]
ისტორია [2]
ფორმის ისტორია [1]
ლეგენდები [1]
ტიტულები [1]
ბიოგრაფიები [9]
ჰიმნი [1]
სან სირო [1]
პრეზიდენტები [0]
მწვრთნელები [2]
"მილანელო" [1]
მეკარეები [3]
მცველები [5]
ნახევარმცველები [5]
თავდამსხმელები [3]
ვიდეოარქივი [24]
ფოტოარქივი [6]
სერია A [3]
ქალაქი მილანი [1]
ახალი ამბები [157]

მინი-ჩეთი
200

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ივნისი » 18 » ვინ წავა და ვინ დარჩება...
09:29
ვინ წავა და ვინ დარჩება...
როგორც ესპანური პრესა იუწყება მადრიდის ”რეალმა” წელს 10-12 ფეხბურთელი გუნდიდან უნდა გაუშვას. ვინ მოვა და ვინ დარჩება გუნდში? ალბათ ეს საკითხი ყველა გულშემატკივარს ყველაზე მეტად აღელვებს...

ჰუნტელაარი

მიუხედავად იმისა, რომ მას გუნდთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს, ”სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ იგი ტრანსფერზე დააყენა. ჰოლანდიელი ფეხბურთელით უკვე არის დაინტერესებული რამდენიმე ინგლისური გუნდი.


რაული

”სამეფო კლუბის” კაპიტანს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წელი აკავშირებს და ის არ დატოვებს კლუბს, მაგრამ მომავალ სეზონში იგი ნაკლებს ითამაშებს და დაზოგავს ძალებს.

იგუაინი

მას კონტრაქტი 2013 წელს ეწურება, წლევანდელ სეზონში კი მან დაამტკიცა, რომ ღირსია ”რეალში” დარჩენის.

ნისტელროი

მან უკვე მიიღო შემოთავაზებები ”გალათასარაისაგან” და ტოტენჰემისაგან”, ყველაფერი კი მასზე და მის მუხლის ტრამვაზე იქნება დამოკიდებული.

რობენი

კონტრაქტით მას დარჩენილი აქვს კიდევ სამი წელი, მაგრამ კარგი წინადადების შემთხვევაში მან შესაძლოა დატოვოს ”რეალის” რიგები. მას შემოთავაზება ქონდა ”ბაიერნის” და ”ლივერპულისგან”, ასევე მისით დაინტერესებულია ”
მილან”.

სავიოლა

მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი 2011 წლამდე აქვს იგი დატოვებს კლუბს, მაგრამ მისი ხელფასი (3 მილიონი ევრო) აშინებს ყველა პოტენციურ მყიდველს.


შნეიდერი

მის მიმართ ინტერესი ”ბაიერნმა” და ინტერმა” გამოხატეს, თუ წინადადება მომგებიანი იქნება ჰოლანდიელი დატოვებს გუნდს.

დრენტე

კონტრაქტის ვადა 2012 წელს ეწურება. მასზე არის ყელაზე დიდი დაინტერესება და ყველაზე მეტი წინადადება ”რეალმა” მი შესახებ იქნება. შესაძლოა ასევე დრენტე არენდით სხვა კლუბში გადავიდეს.

ვან დერ ვაარტი

მადრიდელებმა იგი შარშან 13 მილიონად იყიდეს, მას კონტრაქტი კლუბთან 2013 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ”რეალი აპირებს მის გაყიდვას 15 მილიონ ევროდ.

დე ლა რედი

გულის პრობლემების გამო ის ჯერჯერობით ვერ შეძლებს თამაშს. ყველაფერი გამოკვლევის რეზულტატებზე არის დამოკიდებული.

მაჰამადუ დიარა

კონტრაქტი გუნდთან კიდევ ორი წელი აკავშირებს, მან უკვე მიიღო წინადადება ”იუვენტუსისაგან”. მაგრამ მალელი ფეხბურთელის მომავალი ჯერჯერობით უცნობი რჩება.

გუტი

იგი რჩება გუნდში, მას კონტრაქტი 2011 წელს ეწურება.


ლასანა დიარა

წლის აღმოჩენა. იგი დანამდვილებით რჩება გუნდში, ”რეალის” ხელმძღვანელობა თვლის, რომ ის შესანიშნავად შეეწყობა ხაბი ალონსოს ესპანელი ფეხბურთელის ”რეალში” გადასვლის შემთხვევაში.

გაგო

მიუხედავად გასულ სეზონში მისი არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშისა, პელეგრინი მას ტოვებს გუნდში. არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდება.


მეცელდერი

იგი კიდევ ერთი წლით რჩება გუნდში, რადგან ვალდანოს თქმით იგი შესანიშნავი დუბლიორი იქნება ძირითადში მოთამაშე ცენტრალური მცველების.

მარსელო

გადამწყვეტი მნიშვნელობა მარსელოს გუნდში დარჩენაში მისმა სეზონის ბოლოს ნაჩვენებმა თამასმა განაპირობა. მას კონტრაქტი 2012 წელს უსრულდება.


ჰაინცე

გუნდი მასზე არ ამყარებს იმედებს. 31 წლის მცველს ”რეალთან” კონტრაქტი 2011 წლამდე აქვს, მაგრამ ის არ დარჩება გუნდში. თავად მას კარიერის გაგრძელება ”პე-სე ჟე”-ში სურს.


დუდეკი

ის, რომ მას ვალდანომ კიდევ ერთი წლით დარჩენა შესთავაზა ყველასთვის დიდი სიურპრიზი გამოდგა. მაგრამ კასილასის შემცვლელად იგეგმებოდა
”კასტილიიდან” მეკარის გადაყვანა ძირითად გუნდში.
კატეგორია: ტრანსფერები | ნანახია: 682 | დაამატა: KaPaRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა

კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2025Free web hosting - uCoz