კახა კალაძე დაიბადა 27.02.1978წ. დასავლეთ საქართველოში მდებარე ქ.
სამტრედიაში, რომელიც 30 წუთის სავალზეა შავი ზღვიდან. ქალაქი კოლხეთის
დაბლობზე მდებარეობს. მისი მოსახლეობა 80.000 ადამიანია.
კახას მამა კარლო ბავშვობიდან თამაშობდა ადგილობრივ კლუბ “ლოკომოტივში”
(სამტრედია), ხოლო შემდგომში ამ კლუბის პრეზიდენტი გახდა. კახა
ბავშვობიდან ფეხბურთს თავისი სახლის ეზოში თამაშობდა. 11 წლის ასაკში ის
ქალაქის ახალგაზრდული გუნდის თავდამსხმელი გახდა, ხოლო მისი პირველი
მწვრთნელი ვანო კურულაშვილი იყო.
15 წლის კახა თბილისში თბილისის “დინამოს” შესარჩევ სინჯებზე წავიდა.
სინჯებმა წარმატებით ჩაიარა და კახა “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში
ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში
გადაიყვანეს, სადაც დაცვის ცენტრალურ ხაზში თამაშობდა.
კახა პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და, როგორც ხშირად ხდება,
სხვადასხვა ქვეყნების სელექციონერთა ყურადღების ცენტრში მოექცა.
პირველი გარდატეხა მის ცხოვრებაში 18 წლის ასაკში მოხდა – კახა კიევის
დინამოში წაიყვანეს, სადაც ის, მომავალში “მილანის” თანაგუნდელ ანდრეი
შევჩენკოს შეხვდა.
2001 წლის იანვარში კახა მილანში ჩავიდა და, წარმოიდგინეთ, “მილანის”
საფეხბურთო კლუბში. განხორციელდა მისი ცხოვრების ოცნება – ეთამაშა იმ
გუნდში, რომლის თამაში მხოლოდ ტელევიზორით ჰქონდა ნანახი.
კახა საქართველოს ეროვნული ნეკრების კაპიტანია, ხუთჯერ დასახელდა
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო
ახალგაზრდა ფეხბურთელად თბილისის დინამოში თამაშისას. 2005/06 წელს კახა
კალაძე მილანის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.”
|