| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2009 » ივნისი » 14 » "მილანელო"
|
"მილანის" საწვრთნელი ბაზა "მილანელო" 1963 წელს კლუბის პრეზიდენტმა
ანდრეა რიცოლიმ დააარსა. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საწვრთნელ ცენტრად
ითვლება, რამეთუ 16 ჰექტარზეა გადაჭიმული. "მილანელო" მილანის ცენტრიდან
50 კმ.-ით არის დაშორებული და შეიძლება ითქვას, რომ შუაგულ ტყეშია
გაშენებული. ბაზაზე 6 საფეხბურთო მოედანია, ამას პლიუს 2 პატარა
ხელოვნურსაფარიანი მოედანი. 1200 მეტრიანი სარბენი ბილიკი ხელოვნური ტბის
გარშემოა. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, მთავარი ნაგებობა
ორსართულიანი, მაგრამ არასტანდარტულად გრძელი შენობაა. მასში 10 ოთახი
პრეს-ცენტრს უკავია, 11 ოთახი - ფეხბურთელთა საცხოვრებელს (თითო ოთახში
ორი მოთამაშე ცხოვრობს), 2 ოთახი - რესოტანს, 12 - საპრესკონფერენციო
დარბაზებს, 13 - სტუმართა მისაღებს, 4 - კოქტეილ-ბარებს. "მილანის"
ვარჯიშები ხშირად პირდაპირ ეთერში გადაიცემა. და ყველაზე მთავარი,
"მილანელოს, სამედიცინო ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. იქ
აღმდგენი პროცედურების გარდა, ურთულესი ოპერაციების ჩატარებაც შეიძლება.
|
|
კატეგორია: "მილანელო" |
ნანახია: 722 |
დაამატა: KaPaRo
| რეიტინგი: 4.5/2 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|