სახელი - "სან-სირო", ჯუზეპე მეაცა გაიხსნა - 1926 წლის 19 სექტემბერს მისამართი - ვია დეი პიკოლომინის N5 მინდვრის საფარი - 105 X 68 ტევადობა - 85 700 VIP ადგილები - 5 200 პრესლოჟა - 200 პარტერი - 3 600 ლუქსი
სახელი
"სან-სირო" ამ ულამაზეს ნაგებობას ერთ-ერთი წმინდანის პატივსაცემად ეწოდა.
მისი აგების იდეა "მილანის" პრეზიდენტს. პიერო პირელის მოუვიდა და ოცნება
რეალობად 13 თვეში აქცია. ოფიციალურად არენა 1926 წლის 19 სექტემბერს
გაიხსნა და 35 ათას გულშემატკივარს იტევდა. პირველი შეხვედრა ამ დღეს
"მილანსა" და "ინტერს" შორის შედგა. ყველასაგან მოულოდნელად "როსონერიმ"
3:6 წააგო. იტალიის ჩემპიონატში კი ოფიციალური დებიუტი "სან-სიროს"
იმავე წლის 6 ოქტომბერს ჰქონდა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - "მილანმა" წს
მატჩი "სამპიერდარენეზესთან" 1:2 წააგო და მაშინვე ითქვა, არენა
დათარსულიაო. 1938/39 წლებში "სან-სიროს" ტევადობა 50 ათასამდე
გაიზარდა, თუმცა ცხადი იყო, რომ მალე ეს რაოდენობაც არ იქნებოდა
საკმარისი, რადგან 1945 წლიდან "სან-სირო" მეორე იტალიური გრანდის
"ინტერის" საშინაო არენადაც იქცა (მანამდე "ინტერი" "არენა ნაპოლეონიკზე"
თამაშობდა). მართლაც, სულ მალე სტადიონის ტევადობა 150 ათასი გახდა,
მაგრამ ეს აშკარად გაბერილი ციფრი იყო. რეკონსტრუქციის შედეგად "სან-სირო"
ჯერ 100-ათასიან არენად იქცა, 1955 წელს კი მისი ტევადობა 85 ათასამდე
შემცირდა. 1980 წლის 3 მარტს სტადიონის შესასვლელთან "ინტერის"
ლეგენდარული ფეხბურთელის, ჯუზეპე მეაცას ქანდაკება დაიდგა და ამის შემდეგ
"ნერაძურის" ტიფოზები არენას სწორედ "ჯუზეპე მეაცად" მოიხსენიებენ,
"მილანელთათვის" კი იგი დღემდე "სან-სიროდ" რჩება.