ფიორენტინის ფეხბურთელმა მანუელ პასკუალით დააინტერესებულია 3 გუნდი იუვენტუსი , ნაპოლი და მილანი. მას სურს ფიორენტინის დატოვება თავისი ნებით.დღეს ასევე ფლორენციის კლუბმა წარმოადგინა ახალი ფეხბურთელი ხოსე იგნასიო კასტილო , ნაყიდი ლეჩესაგან. და ზუსტად ამიტომაც გამოცნდა ჭორები რო გუნდი პასკოალეს გაყიდვაზე ფიქრობს.
ინტერის ყოფილი ფორვარდის,ადრიანოს შეძენისათვის აკტიურობენ მილანი და რომა.მაგრამ ადრიანო ვერ დაბრუნდება სერია A ში დეკემბრამდე რადგან ის ვალდებულია დარჩეს (კონტრაქტის გამო) თავის ახლანდელ კლუბშიფლამინგოში. ადრიანოს აგენტი ჟილმარ რენალდი ამტკიცებს რო ეს ფაქტია და დაამატა რო როგორც კი კონტრაქტის ვადა ამოიწურება ,დაიწყებს ახალი კლუბის ძებნას. ახლა კი ადრიანოს აქვს ერთადერთი სურვილი,დაბრუნდეს ბრაზილიის ნაკრებში და ითამაშოს მასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე.
როგორც ახლახანს გარცელდა ინფორმაცია მილანს სურს შეიძინოს მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ელანო. ბრაზილიელი ფეხბურთელი განიხილება კაკას შემცვლელად რომელსაც მილანი ეძებს ასევე სახელდება კიდევ ერთი ვარიანტი ეს არის ერნანდესი. ელანომ გასულ სეზონში 24 თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
დღეს მილანში ჩამოვიდა ბარსელონას ვარსკვლავის სამუელ ეტოოს აგენტი ხოსე მარია მირალესი, იმისთვის, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს მილანთან ეტოოს ტრანსფერტან დაკავშირებით. ის ასევე დაესწრო სადილს მილანს ტრანსფერების სპეციალისტან ერნესტო ბრონცესტისთან. სავარაუდოა, რომ ეტოო ხვალ მილანის ფეხბურთელი გახდება თუმცა ხელმძღვანელობა ამაში დარწმუნებლი არ არის.
როგორც ''შტუტგარტ ცაიტნუგი'' იტყობინება, მადრიდის რეალი და გერმანული შტუტგარტი უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ და ჰოლანდიელი ფორვარდი კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს. გერმანელებს მისი შეძენა 18 მილიონი ევრო დაუჯდებათ. შტუტგარტს ის მარიო გომესის შემცვლელად ეგულება რომელიც ბაიერნში გადავიდა. ასე, რომ მილანს ახლა როგორც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები იუწყებიან მილანს მხოლოს 2 კანდიდატი დარჩა, ლუის ფაბიანო რომელიც ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ გადმოვიდეს და მირკო ვუჩინიჩი რომელზეც ინფორმაცია ეს დღეებია გავრცელდა.
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად რომელიც მოაგროვა mediaset მილანს სურს შეიძინოს რომას ჩერნოგოლიელი ფორვარდი მირკო ვუჩინიჩი. ვუჩინიჩი ძალიან მოსწონს მილანის მწვრთნელს ლეონარდოს და სურს იხილოს ის ტავის გუნდში თან ეს იმის ფონზე, რომ ჰუნტელაარი დღე-დღეზე ან ტოტენჰემში ან შტუტგარტში გადავა ხოლო ფაბიანოს ტრანსფერი კი პრაქტიკულად ჩაშლილიას გამოჩნდა მირკო ვუჩინიჩი. არაოფიციალური ინფომრაციით მილანის უახლოეს დღეებში დაიწყებს მოლაპარაკებებს ტარნსფერის სავარაუდო ღირებულება 16 მილიონი ევროა რასაც ადრიანო გალიანი ადებაიორში, ძეკოში და ფაბიანოში იხდიდა კიდეც და ვნახოთ იმედია ეს ტრანსფერი მაინც შედგება.
ლოს ანჯელეს გალაქსისა და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი დევიდ ბექემი იმედოვნებს, რომ ის ნოემბერში იტალიაში დაბრუნდება.
მე ვიცი, რომ ლეონარდოს ძალიან მოვწონვარ, მეც ძალიან მინდა დავბრუნდე მილანში ის ჩემს გულში დარჩა რაც მე როსონერიდან წამოვედი. და დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება კიდევ ერთხელ ვითამაშო მილანში. მან ასევე დაამატა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უსტვენდნენ თამაშის დროს მას ტრიბუნიდან.
ლიონის ახალწვეულმა მცველმა ალი სისოხომ განაცხადა, რომ მისი ტრანსფერი მილანში მის გამო არ ჩაშლილა.
მილანთან ძალიან საშინელი ისტორია გამოვიდა მაგრამ მე გამოვიარე ამ ყველაფრის მიღმა და მივიღე ნეგატიური გამოცდილება რომელიც ასევე სასარგებლოა.მაგრამ ფეხბურთში ხშირად არის პრობლემები ეკონომიკის მხრივ.
მაგრამ ახლა მე გადავედი ლიონში რითაც ძალიან ყმაყოფილი ვარ განაცხადა სისოხომ
ამერიკული ლოს ანჟელეს გელექსის ნახევარმცველი დევიდ ბექემი თავის სამ ვაჟიშვილთან ერთად მილანის ვარჯიშს დაესწრო. მილანის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ მილანის ფეხბურთელემა ყოფილი გუნდელი თბილად მიიღეს. ბექემმა კი განაცხადა, რომ ის კვლავ დიდი სიამოვნებიტ დაბრუნდებოდა როსონერიში. რაც შეეხება ლეონარდოს, მან განაცხადა: ჩვენს გუნდთან დევიდს შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ბექემი შესანისნავად ასპარეზობდა გასულ სეზონში, გამიკვირდა როცა ის ჩვენს ვარჯიშს ესტუმრა. ის ნამდვილი ინტელიგენტი მოთამაშეა. ვფიქრობ არავის გავაკვირვებ, რომ ჩვენს გუნდში მისი ხილვით დაინტერესებული ვარ ისევე როგორც ბევრი სხვა მწვრთნელი.